“მკისამ” 8 ტონამდე ნუშის მოსავალი აიღო

„მკისამ“ ნუშის რთველი წარმატებულად ჩაატარა. როგორც კომპანიის აღმასრულებელმა დირექტორმა აღნიშნა, პირველი მოსავლის მოცულობა 8 ტონამდე იყო.
„პირველი მოსავლის აღება სექტემბერში დავასრულეთ. ჩვენ შეგვიძლია ვთქვათ, რომ საკმაოდ წარმატებულად ჩავატარეთ რთველი და დავასაწყობეთ პროდუქტი. ცოტა ხნის წინ გერმანიაში უდიდეს გამოფენაში მივიღეთ მონაწილეობა და რამდენიმე პოტენციურ მყიდველს ვესაუბრებით და ვფიქრობთ, რომ უახლოეს პერიოდში შევძლეთ პირველი ექსპორტის განხორციელებას. გამოფენაზე დაახლოებით ასამდე პოტენციურ მყიდველს შევხვდით და რომელთან მივალთ ხელშეკრულების ფაზაზე ეს ჯერჯერობით რთული სათქმელია. გერმანია კვიპროსი, პოლონეთი ძირითადი მოთამაშეები არიან ესენი, რომლებიც დაინტესებულები არიან პროდუქციის შეძენით.“- აღნიშნა გიგი გაჩეჩილაძემ.
მისივე თქმით, არაბთა გაერთიანებულ საამიროებთან გაფორმებული თავისუფალი სავაჭრო ხელშეკრულების შემდეგ, ნუშის ექსპორტის კუთხით საკმაოდ დიდი პოტენციალი გაჩნდა არაბულ ქვეყნებშიც.
„საამიროებთან საკმაოდ დიდი პოტენციალია. გადამუშავების შემთხვევაში იყო ტარიფები და ახალი ხელშეკრულების თანახმად თხილეულის მიმართულებით ეს ტარიფები მოიხსნება და გვექნება სერიოზული შესაძლებლობა, რომ გაერთიანებული საამიროების ბაზარზე კიდევ უფრო მეტად ვიყოთ წარმოდგენილი.“-აღნიშნა გიგი გაჩეჩილაძემ.
agropartner.ge