მკვლელობა საგარეჯოში – კაცმა ყოფილი ცოლი დაჭრა, მისი მეუღლე კი მოკლა

საგარეჯოს მუნიციპალიტეტში, სოფელ თულარში, კაცმა ყოფილი ცოლი დაჭრა, მისი მეუღლე კი მოკლა. შემთხვევა რამდენიმე საათის წინ მოხდა.
ადგილობრივების ინფორმაციით, კაცმა ჯერ ყოფილ ცოლი დაჭრა, რის შემდეგაც, ცეცხლსასროლი იარაღიდან, მის მეუღლეს რამდენჯერმე ესროლა. 40 წლამდე კაცი ადგილზე გარდაიცვალა. ქალს, საგარეჯოს “ჯეო-ჰოსპიტალსში”, გადაუდებელი ქირურგიული ოპერაცია უტარდება. მისი მდგომარეობა, ამ ეტაპზე, მძიმეა.
რა გახდა დანაშაული ჩადენის მიზეზი, სოფელში არ საუბრობენ.
შემთხვევის ადგილზე რამდენიმე საათის განმავლობაში მუშაობდნენ ექსპერტ-კრიმინალისტები. მომხდარზე გამოძიება 19/109 მუხლით დაიწყო, რაც ორი ან მეტი პირის მიმართ, დამამძიმებელ გარემოებებში განზრახ მკვლელობის მცდელობას გულისხმობს.

ასევე დაგაინტერესებთ

“ქართული ოცნების” ხობის მერობის კანდიდატი დავით ბუკია: ჩემს ცოდნას და გამოცდილებას მოვახმარ ჩემი მუნიციპალიტეტის კეთილდღეობას და წინსვლას, გვაქვს საინტერესო ინიციატივები, გეგმები და პროექტები სხვადასხვა მიმართულებით

მარტვილის მერობის კანდიდატი “ქართული ოცნებიდან” გიორგი ნაჭყებია: გვინდა ახალგაზრდები ჩავრთოთ მუნიციპალიტეტის მართვაში, ასევე, ვაპირებთ სპორტული ინფრასტრუქტურის და ახალი ტურისტული სივრცეების მოწყობას

“ქართული ოცნების” ამბროლაურის მერობის კანდიდატი ზაზა ქევანიშვილი: მაქსიმალურად ვეცდები, ხელი შევუწყო ამ კუთხის განვითარებას, გავაგრძელოთ ინფრასტრუქტურული პროექტები – სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია პროექტი, რომელიც შეეხება მოსახლეობის წყლით მომარაგებას