მკვლელობა თბილისში – 7 გასროლით 42 წლის სამხედრო მოსამსახურე მეგობარმა მოკლა

თბილისში, 42 წლის მამაკაცი მოკლეს. წულუკიძის ქუჩაზე, 7-ჯერ გასროლის ხმა ადგილობრივებმა ღამის 2 საათისთვის გაიგეს. გარეთ გამოსულებს ახალგაზრდა მამაკაცი საკუთარ ავტომობილთან გარდაცვლილი დახვდათ.
შემთხვევის ადგილს სისხლის კვალი ახლაც ეტყობა. თვითმხილველები “კურიერთან” ჰყვებიან, რომ გასროლამდე რამდენიმემ წუთით ადრე ჩხუბის ხმა გაიგეს, თუმცა დაპირისპირების მიზეზს კი ვერ აკონკრეტებენ.
მოკლული ლაშა გუჯეჯიანია, ის თავდაცვის სამინისტროში, სამხედრო მოსამსახურე იყო. 43 წლის გუჯეჯიანი სასწრაფო დახმარების მისვლამდე, ძლიერი სისხლდენის შედეგად ადგილზე გარდაიცვალა.
დანაშაულის ჩადენის ოფიციალურ მოტივად, შელაპარაკება სახელდება. “კურიერის” ინფორმაციით, მიზეზი ყოფითი საკითხი გახდა. ირკვევა, რომ მეგობრებს შორის კონფლიქტი თავდაპირველად სატელეფონო საუბრით დაიწყო, შემდეგ კი შეხვედრა საქმის გასარჩევად წულუკიძის ქუჩაზე, გუჯეჯიანის სახლთან დაიგეგმა.
სავარაუდო დამნაშავე სამართალდამცველებმა ცხელ კვალზე დააკავეს. ის 39 წლის მამაკაცია, რომელსაც შემთხვევის ადგილი არ დაუტოვებია და 112-შიც თავად დარეკა. დაკავებული ამ დროისთვის დროებითი მოთავსების იზოლატორში იმყოფება.
მკვლელობის ადგილზე, სამართალდამცველები მთელი ღამის განმავლობაში მუშაობდნენ. საგამოძიებო მოქმედებების ფარგლებში გამოიკითხნენ მოწმეები, მოპოვებულია კონკრეტული მტკიცებულებებიც, მათ შორის, პოლიციამ ამოიღო დანაშაულის ჩადენის იარაღიც. გამოძიება, შინაგანს საქმეთა სამინისტრომ, განზრახ მკვლელობის და იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარების მუხლით დაიწყო.

ასევე დაგაინტერესებთ

ვიზალიბერალიზაციას ეკონომიკასთან არავითარი კავშირი არ აქვს, ეს ცარიელი სპეკულაციებია, თუმცა ჩვენთვის მნიშვნელოვანია, შევინარჩუნოთ ეს სიკეთე ჩვენი მოქალაქეებისთვის, ჩვენგან თუ რაიმე არის გასაკეთებელი, ყველაფერს გავაკეთებთ რაციონალურ ფარგლებში

თუ ყაველაშვილის შეწყალებას არ აღიარებ, ყაველაშვილის და კობახიძის დანიშნულ არჩევნებს რანაირად აღიარებ? აქ ხდება მარტივი რამ – „დიფ სთეითმა“ გადაწყვიტა, გამოეყვანა ეს ადამიანები პარლამენტიდან და შეეყვანა ციხეში, ეს არის რეალობა

ვიღაცას უნდოდა ზეწოლის განხორციელება თორნიკე რიჟვაძეზე – უწყისი მაქვს ნანახი, სადაც ხაბეიშვილს კონკრეტული სახელი ჰქონდა მიკუთვნებული და შესაბამისად, ვიცით, წყარო რა იყო და აქ იგულისხმებიან კონკრეტული პირები

გახარია გაიპარა ქვეყნიდან, არის გაქცეული და რაღაც საბაბებს იგონებს, რომ გაამართლოს ქვეყნის გარეთ ყოფნა, თავისი შიშები აქვს ამ კაცს და რეალურად მის გაქცევას არჩევნებთან არავითარი კავშირი არ აქვს