მკვლელმა სახელი და გვარი შეიცვალა – ოკუპანტების მიერ მოკლული თამაზ გინტურის ძმა

ამ წუთებში გორის სამხარეო პოლიციაში ოკუპანტების მიერ მოკლული თამაზ გინტურის ძმის გამოკითხვა მიმდინარეობს. გივი გინტურმა, პოლიციის განყოფილებაში შესვლამდე, მედიასთან კომენტარი გააკეთა და თქვა, რომ ითხოვს დამნაშავეების დასჯას.
მისი განცხადებით, ის პოლიციას მიაწვდის ინფორმაციას იმ პირების შესახებ, რომელთაც, მისი განცხადებით, თამაზ გინტური მოკლეს.
გივი გინტური კონკრეტულ პირებს ასახელებს და ამბობს, რომ ერთ-ერთმა მათგანმა მკვლელობის შემდეგ, სახელი და გვარი შეიცვალა.
“ჩემ ძმას, თამაზ გინტურს დაზარალებულის სტატუსი მისცეს. ჯერ არ ვიცი გამომძიებელი რას მეტყვის, რა იციან, მაგრამ მე რაც ვიცი, მკვლელმა – დევიდოვმა სახელი და გვარი შეიცვალა. ოჯახი საუბრობდა ორ ადამიანზე, საგამოძიებო უწყებას ჩემზე კარგად ეცოდინება ვინ არიან მკვლელები. ოჯახი ვითხოვთ [მკვლელის] სასტიკად დასჯას”, – განაცხადა გივი გინტურმა.

ასევე დაგაინტერესებთ

უნგრელები ყოველთვის დავუჭერთ მხარს საქართველოს და არ დავუშვებთ, რომ ევროკავშირმა საქართველოს ლიდერებს სანქციები დაუწესოს – ვამაყობთ საქართველოსთან და „ქართულ ოცნებასთან“ შესანიშნავი ურთიერთობით

BBC-ი სტატიაში წერს, რომ ტრიქლორეთილენი არის გამხსნელი, რომელიც სხვა ქიმიკატებს წყალში გახსნის საშუალებას აძლევს- ის მართლაც კარგად იხსნება ორგანულ გამხსნელებში, მაგრამ პრაქტიკულად არ იხსნება წყალში

საქართველოს იუსტიციის სამინისტრომ მემორანდუმი გააფორმა, რომელიც ბლოკჩეინ ეკოსისტემის ერთ-ერთ წამყვან პლატფორმა Hedera-სთან თანამშრომლობით საჯარო სექტორში უახლესი ციფრული ტექნოლოგიების დანერგვას ითვალისწინებს