მიჰალ შჩერბა – საქართველო ევროკავშირის წევრობის კანდიდატი ქვეყანაა და ჩვენ ის გვჭირდება – მოქმედება გვჭირდება, საუბარი უნდა დავასრულოთ!

საქართველო კანდიდატი ქვეყანაა და ჩვენ ის გვჭირდება, – ამის შესახებ ევროპარლამენტარმა მიჰალ შჩერბამ (პოლონეთი) ევროპარლამენტში საქართველოს შესახებ გამართულ დებატებზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
„საქართველოში არსებული პოლიტიკური ვითარება, რომელიც უარესდება, ჩვენს სასწრაფო ყურადღებას მოითხოვს. ერთი თვის წინ საქართველოში ვიყავი და უნდა ვთქვა, რომ იქ ბოლო არჩევნები მოიპარეს. საქართველოს ერთადერთი ლეგიტიმური წარმომადგენელი პრეზიდენტი ზურაბიშვილია. ევროპარლამენტმა კიდევ ერთხელ დაადასტურა ქართველი ხალხის მხარდაჭერა, მაგრამ ახლა ჩვენ მოქმედება გვჭირდება. პირველ რიგში, ივანიშვილი და „ქართული ოცნების“ ოფიციალური პირები უნდა დასანქცირდნენ, მათ შორის აქტივების გაყინვით. მოქმედება გვჭირდება, საუბარი უნდა დავასრულოთ! მე ხალხის წინააღმდეგ ძალადობას მკაცრად ვგმობ. კომისიასა და საბჭოს ვთხოვ, რომ თავიანთი საქმე შეასრულონ. თქვენ ქართველ ხალხს მხარი უნდა დაუჭიროთ. საქართველო ევროკავშირის წევრობის კანდიდატი ქვეყანაა და ჩვენ ის გვჭირდება“, – განაცხადა მიჰალ შჩერბამ.

ასევე დაგაინტერესებთ

ირაკლი აბესაძე: ტრამპ თაუერში ბინების კვადრატული მეტრის ფასი 15,000 დოლარამდე ავაო. ვის წარმოგიდგენიათ ვინმე, ვინც 5 მილიონს ან შეიძლება 10 მილიონსაც გადაიხდის ბინაში, კორპუსში დელისის მეტროსთან და კალაძის საცობებში