მიხეილ წულაიამ საქართველოს ნაკრებში შესაძლო თამაშზე ისაუბრა

ტულას “არსენალის” 20 წლის მეკარე მიხეილ წულაიამ Metaring-სთან საუბარში საქართველოს ნაკრებში შესაძლო ასპარეზობაზე ისაუბრა. მას ახლახანს ს ახალგაზრდულ ნაკრებში დებიუტი ჰქონდა და უზბეკეთთან ამხანაგურ შეხვედრაში კარი “მშრალად” შეინახა.
“მამაჩემს ქართული პასპორტი აქვს. განვიხილავ თუ არა საქართველოს ნაკრებში თამაშს? ამჟამად რუსეთში ვარ. საქართველოსთან არანაირი კავშირი არ მაქვს. მამაჩემს აქვს მოქალაქეობა და მეც შემიძლია მისი მიღება, მაგრამ ეს საკითხი ჯერ არ დასმულა.
საქართველოში არაერთხელ ვყოფილვარ. მამაჩემის ყველა ნათესავი იქ ცხოვრობს. საქართველოში მეკარეების პოზიციაზე დიდი კონკურენციაა, რომელთაც მამარდაშვილი ჰყავთ. ის ევროპის 5, ხოლო მსოფლიოს 10 საუკეთესო მეკარეთა შორისაა. ფეხბურთი საქართველოში პიკს აღწევს. ბევრი მოთამაშე ძლიერ ევროპულ ლიგებში თამაშობს”, – თქვა წულაიამ.
რა იყო პოზიტიური და ნეგატიური საქართველოს ნაკრებში?
სანიოლი: მივიღეთ პასუხები კითხვებზე – მხოლოდ 11 მოთამაშით მიზნებს ვერ მივაღწევთ