მიხეილ ყაველაშვილმა საერთაშორისო სავალუტო ფონდის მისიის ხელმძღვანელთან შეხვედრა გამართა

მიხეილ ყაველაშვილმა საერთაშორისო სავალუტო ფონდის მისიის ხელმძღვანელთან შეხვედრა გამართა. ინფორმაციას სოციალურ ქსელ „ფეისბუქზე“ ავრცელებს.
ს თქმით, ალეხანდრო ჰაჟდენბერგთან შეხვედრაზე განიხილეს „ქვეყანაში არსებული პოზიტიური ეკონომიკური ტენდენციები”.
„დღეს, პრეზიდენტის სასახლეში, შეხვედრა გავმართე საერთაშორისო სავალუტო ფონდის მისიის ხელმძღვანელთან, ბატონ ალეხანდრო ჰაჟდენბერგთან, ფონდის აღმასრულებელ დირექტორთან, ბატონ ჟერონ კლიკთან და ფონდის მუდმივ წარმომადგენელთან, ბატონ ენდრიუ ჯუველთან.
განვიხილეთ ქვეყანაში არსებული პოზიტიური ეკონომიკური ტენდენციები, ასევე საქართველოსა და IMF-ს შორის არსებული ნაყოფიერი თანამშრომლობა და პარტნიორობის გაღრმავების პერსპექტივები”, – წერს ყაველაშვილი.

ასევე დაგაინტერესებთ

პროკურატურის ინფორმაციით, დიდი ოდენობით ქურდობის ფაქტზე ხაშურის საკრებულოს თავმჯდომარის ყოფილი მოადგილე ლევან გამრეკელი და მასთან კავშირში მყოფი ორი პირი, პაატა ნოზაძე და რომან მეტივიშვილი დააკავეს – ისინი ფარულად დაეუფლნენ 5 000 000 ლარის სახელმწიფოს კუთვნილ მილსადენებს