მიხეილ ყაველაშვილმა ვეტერანებს ფაშიზმზე გამარჯვების დღე მიულოცა

მიხეილ ყაველაშვილი, პრემიერ-მინისტრ სთან, პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილთან და თბილისის მერ სთან ერთად, ვეტერანთა კულტურისა და დასვენების (კიკვიძის) პარკში იმყოფებოდა, სადაც მეორე მსოფლიო ომის მონაწილე ვეტერანებს ფაშიზმზე გამარჯვების დღე მიულოცა.
ყაველაშვილმა “კიკვიძის პარკში” არსებული მელიტონ ქანთარიას მონუმენტი ყვავილებით შეამკო და ომში დაღუპულთა ხსოვნას პატივი მიაგო.
“9 მაისი არის დღე, როდესაც კაცობრიობამ ფაშიზმზე გამარჯვებით ახალი ისტორია დაწერა! ამ ისტორიის შექმნაში კი ქართველებს დიდი წვლილი გვაქვს შეტანილი. დიდ პატივისცემას ვუდასტურებ ჩვენ გმირ ვეტერანებს და ქედს ვიხრი მეორე მსოფლიო ომის დროს დაღუპული თანამემამულეების ხსოვნის წინაშე, რომლებმაც სიცოცხლე არ დაიშურეს თავისუფლებისა და მშვიდობისათვის“, – განაცხადა მიხეილ ყაველაშვილმა.
მეორე მსოფლიო ომში ფაშიზმზე გამარჯვებიდან 80 წელი შესრულდა.
მიხელ ყაველაშვილის აღნიშნულ კომენტარს პრესსამსახური ავრცელებს.