„მიხეილ ყაველაშვილმა გადადგა ჰუმანური ნაბიჯი“ – კალაძე

თბილისის მერი, კახა კალაძე:
„შეწყალებასთან დაკავშირებით ბევრი სისულელე მოვისმინეთ. როგორც ყოველთვის, როდესაც კეთილი საქმე კეთდება, ეს გაფარჩაკებული ოპოზიცია და რადიკალები ყოველთვის გამოდიან ასეთი განცხადებებით. რაც მთავარია, ქვეყნის მოსახლეობის ჯანსაღი ნაწილი სწორად აღიქვამს ამ ყველაფერს. 54%-მა მხარი დაუჭირა „ქართულ ოცნებას“, ემხრობა პრაგმატულ პოლიტიკას, რომ ვინარჩუნებთ მშვიდობას, ვახორციელებთ ქვეყნის განვითარებას. ეს იყო ჰუმანური აქტი, რომელიც განხორციელდა პრეზიდენტის მხრიდან. რა თქმა უნდა, ამას მივესალმებით. ზოგადად, ჰუმანიზმის გამოვლინება მისასალმებელია. მიხეილ ყაველაშვილმა გადადგა ჰუმანური ნაბიჯი და შეიწყალა 613 პატიმარი“

ასევე დაგაინტერესებთ

ლევან სამუშია – „ქართული ოცნება“ მშვიდობის ნიღბით შენიღბული ქვეყნის უბედურებაა – მოქალაქეების მიმართ ყველგან ზეწოლაა, თავად კი სახლში ოქროს ზოდებს ინახავენ და ათი ათასობით ხელფასს ინიშნავენ