მიხეილ ყაველაშვილი BBC-ის ფილმზე – ისეთ ფონს ქმნიან, რომ ჩვენი ქვეყნის მიმართ დამოკიდებულებები კიდევ უფრო გაამძაფრონ – ეს იქიდან გამომდინარეობს, რომ უარი ვთქვით მათი დავალებების შესრულებაზე და ეს არის „დიფ სთეითის“ საპასუხო ნაბიჯები

ისეთ ფონს ქმნიან, რომ ჩვენი ქვეყნის მიმართ დამოკიდებულებები კიდევ უფრო მეტად გაამძაფრონ – ეს ერთადერთი იქიდან გამომდინარეობს, რომ ჩვენ უარი ვთქვით მათი დავალებების შესრულებაზე. ეს არის დაკვეთა – ჩვენ უარი ვთქვით და ეს არის „დიფ სთეითის“ საპასუხო ნაბიჯები, მათ მიერ კონტროლირებადი სხვადასხვა საშუალებებით, – ამის შესახებ მიხეილ ყაველაშვილმა ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში BBC-ის საგამოძიებო სიუჟეტზე საუბრისას განაცხადა.
მისი თქმით, მიმდინარეობს “მძიმე წონის მიზანმიმართული დეზინფორმაცია”.
“რამდენადაც შენ ძლიერი ხარ, იმდენად მძიმე წონის მიზანმიმართულ დეზინფორმაციას ეწევიან. რა თქმა უნდა მძიმე წონად ითვლება BBC-ის ტელევიზიით გაშუქებული ეს დეზინფორმაცია, მაგრამ ჩვენ ვნახეთ მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებული დეზინფორმაცია, როგორი სახე ჰქონდა ამ ყველაფერს, ხომ გახსოვთ როგორი ზეწოლა იყო? თითქმის ყველა საელჩომ, ელჩებმა დემონსტრაციულად პროტესტი გამოუცხადეს საქართველოს ხელისუფლებას, ყველა მედია საშუალებით გაშუქდა, რომ არის მძიმე მდგომარეობაში, ქართული სახელმწიფო მას აწამებს, ის არის სიკვდილის პირას და მთელმა მსოფლიო საზოგადოებამ უნდა მოვთხოვოთ, რომ გათავისუფლდეს და გაგზავნილი იყოს სხვა ქვეყანაში, რომ უმკურნალონ და გადაარჩინონ . როგორი შეტევა იყო მაშინ, ყველა მედია საშუალებით შუქდებოდა ეს და როგორი მოთხოვნა იყო და ამათი მოთქმა, რადიკალური ფრთის პირდაპირ ეთერში ტირილი, რომ მიხეილ სააკაშვილი კვდება და ხვალ შეიძლება ვეღარ გადარჩეს და რამე უნდა ვიღონოთ. ეს ერთი და იგივე თემაა“, – განაცხადა მიხეილ ყაველაშვილმა.

ასევე დაგაინტერესებთ

“ერთადერთი კაცი, ვინც პასუხისმგებელია ქვეყანაში ცხოვრების გაძვირებაზე, არის ბიძინა ივანიშვილი – პასპორტი გაძვირებამდე იყო 100 ლარი, გაძვირების შემდეგ გახდა 150 ლარი; პირადობის მოწმობა გაძვირებამდე იყო 30 ლარი, გაძვირების შემდეგ გახდა 60 ლარი…”

ლევან ღამბაშიძე: თუ ვინმეა საქართველოში არაკონსტიტუციური ძალა, ეს არის ქართული ოცნება და კი, მეც მიმაჩნია, რომ მასთან საუბარს აზრი არ აქვს, სანამ ყველა ტყვე არ გათავისუფლდება და ქვეყანაში არ ჩატარდება სამართლიანი არჩევნები