მიხეილ ყაველაშვილი – 2008 წლის 7 და 8 აგვისტოს რატომ არ თქვეს და არ აცნობეს საზოგადოებას, რომ რუსული ჯარი შემოსული იყო?! არქივს ვერ წაშლით! – სიმართლის აღიარება მოგიწევთ ან საზოგადოების უმრავლესობას დაემორჩილებით!

2008 წლის 7 და 8 აგვისტოს რატომ არ თქვეს და არ აცნობეს საზოგადოებას, რომ რუსული ჯარი შემოსული იყო?! არქივს ვერ წაშლით! – თქვენ ან სიმართლის აღიარება მოგიწევთ ან საქართველოს საზოგადოების უმრავლესობას დაემორჩილებით! – ეს განცხადება ჟურნალისტებთან მუხათგვერდის ძმათა სასაფლაოზე მისულმა მიხეილ ყაველაშვილმა გააკეთა.
ყაველაშვილმა ამ კონტექსტში ხაზგასმით აღნიშნა, რომ მაშინდელი ხელისუფლება 2008 წლის 7 და 8 აგვისტოს რუსებს საერთოდ არ ახსენებდა.
“2008 წლის აგვისტოს დღეები გახსოვთ? 7 აგვისტო გახსოვთ? მაშინ მაშინდელი ხელისუფლება რას საუბრობდა? 7 და 8 აგვისტოს საუბრობდნენ, რომ შემოვიდა? არის არქივი, თუ რა გააკეთეს!
რატომ არ თქვეს და არ აცნობეს საზოგადოებას, რომ 7 აგვისტოს ს ჯარი შემოსული იყო?
ომის შემდეგ არ იყო რუსეთს 30 სტრატეგიული ობიექტი რომ მიყიდეს? მაშინ არ იყო რუსეთი დამნაშავე მაშინდელი პრეზიდენტი ლარსთან რუს ტურისტებს რომ ელოდებოდა?!
ჩვენ საქართველოს არ ვაბრალებთ [ომის დაწყებას]. ჩვენ ვართ საქართველოს ხელისუფლება და საქართველოს ეროვნულ ინტერესებს ვიცავთ. ჩვენ ვიცავთ დაღუპულთა დიდებას, მაგრამ ვინც დანაშაული ჩაიდინა, მათ უკან ვერ ამოეფარება.
თურმე რუსეთი 7 აგვისტოს შემოვიდა, ეს საზოგადოებას არ უთხრეს და პირდაპირ მანევრები დაიწყეს“, – განაცხადა ყაველაშვილმა მუხათგვერდის ძმათა სასაფლაოზე.

ასევე დაგაინტერესებთ

ლევან გოგიჩაიშვილი – უარს არ ვეუბნებით, თუ ზურაბ ჯაფარიძე შეხვედრის სურვილს გამოთქვამს, შეხვედრას წინ არაფერი უდგას – ჯერ „ნაცები“ გაერთიანდნენ და შემდეგ სხვა ჯგუფებთან სცადონ მოლაპარაკება

მარკო რუბიო – შეთანხმება ორ რამეს საჭიროებს: ორივე მხარემ რაღაც მიიღოს და რაღაც დათმოს, გადაწყვეტილება უკრაინასა და რუსეთზე იქნება დამოკიდებული – პროგრესს მივაღწიეთ, მაგრამ ბევრია გასაკეთებელი, ყველაზე რთული ყოველთვის ბოლო საკითხებია

ზურაბ ჯაფარიძე – პროტესტი დემონსტრირებაა, რომ მოქალაქეები არ ეგუებიან დიქტატურას – განცდა უნდა გაჩნდეს ადამიანებში, რომ არის ალტერნატიული ძალა: შეთანხმება საერთო ბრძოლის სტრატეგიაზე, თუნდაც საერთო სიაზე, ხედვაზე, რაც არის „ქართული ქარტია“