სლოვაკეთში, ეთიოპიაში, ირლანდიასა და წმინდა საყდართან საქართველოს ახლად დანიშნულ ელჩებს შეხვდა

მიხეილ ყაველაშვილმა, დიპლომატიურ მისიაში გამგზავრებამდე, სლოვაკეთში, ეთიოპიაში, ირლანდიასა და წმინდა საყდართან, საქართველოს ახლად დანიშნულ საგანგებო და სრულუფლებიან ელჩებთან შეხვედრა გამართა.
ამის შესახებ ინფორმაციას მიხეილ ყაველაშვილის პრესსამსახური ავრცელებს.
„მიხეილ ყაველაშვილმა დიპლომატებს თანამდებობებზე დანიშვნა მიულოცა და მათ მომავალ საქმიანობაში წარმატებები უსურვა.
საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიან ელჩებად სლოვაკეთის რესპუბლიკაში კონსტანტინე ქვაჩაკიძე, ეთიოპიის ფედერაციულ დემოკრატიულ რესპუბლიკაში – გია მაჭარაძე, ირლანდიაში – სოფიო ქაცარავა, ხოლო წმინდა საყდართან – დავით მექვაბიშვილი დაინიშნნენ.
შეხვედრა პრეზიდენტის სასახლეში გაიმართა“,- ნათქვამია ინფორმაციაში.

ასევე დაგაინტერესებთ

მეუფე ნიკოლოზი – შორს არ არის ის დღე, როცა უწმინდესის კანონიზაციის საკითხს დავაყენებთ – წმინდანობის ერთ-ერთი ნიშანია საყოველთაო თაყვანისცემა, რასაც ვხედავთ, არის განკურნების, სასწაულების მოხდენის შემთხვევები