საერთაშორისო სავალუტო ფონდის (IMF) მისიის ხელმძღვანელს შეხვდა

მიხეილ ყაველაშვილი საერთაშორისო სავალუტო ფონდის მისიის ხელმძღვანელს, ალეხანდრო ჰაჟდენბერგს, ფონდის აღმასრულებელ დირექტორს, ჟერონ კლიკსა და ფონდის მუდმივ წარმომადგენელს საქართველოში ენდრიუ ჯუველის შეხვდა. ამის შესახებ ინფორმაცია ს პრესსამსახური ავრცელებს.
„პრეზიდენტის სასახლეში გამართულ შეხვედრაზე საუბარი ქვეყანაში არსებულ ეკონომიკურ ტენდენციებს შეეხო და აღინიშნა ეკონომიკური განვითარების პოზიტიური შედეგები.
მხარეებმა საქართველოსა და IMF-ს შორის არსებული თანამშრომლობა და პარტნიორობის გაღრმავების პერსპექტივები განიხილეს.
აღინიშნა, რომ შექმნილი გეოპოლიტიკური ვითარების მიუხედავად, განხორციელებულმა სწორმა და თანმიმდევრულმა ფისკალურმა პოლიტიკამ დადებითი შედეგი მოიტანა ბევრ სექტორში.
მიხეილ ყაველაშვილმა საერთაშორისო სავალუტო ფონდის გუნდს მადლობა გადაუხადა საქართველოს მაკრო-ფისკალური და სტრუქტურული რეფორმების გატარების პროცესში მხარდაჭერისთვის“, – ნათქვამია ინფორმაციაში.

ასევე დაგაინტერესებთ

პროკურატურის ინფორმაციით, დიდი ოდენობით ქურდობის ფაქტზე ხაშურის საკრებულოს თავმჯდომარის ყოფილი მოადგილე ლევან გამრეკელი და მასთან კავშირში მყოფი ორი პირი, პაატა ნოზაძე და რომან მეტივიშვილი დააკავეს – ისინი ფარულად დაეუფლნენ 5 000 000 ლარის სახელმწიფოს კუთვნილ მილსადენებს