თურქული სამხედრო სატვირთო თვითმფრინავის კატასტროფაზე – ამ თავზარდამცემმა ტრაგედიამ უკიდურესად დაგვამწუხრა – უმძიმეს წუთებში, თურქი ხალხის გვერდით ვართ

მიხეილ ყაველაშვილი თურქული სამხედრო სატვირთო თვითმფრინავის კატასტროფის გამო მწუხარებას გამოთქვამს.
„ვიზიარებთ თქვენს მწუხარებას საქართველოში თურქული სამხედრო სატვირთო თვითმფრინავის ჩამოვარდნის შედეგად ადამიანთა დაღუპვის გამო. ამ თავზარდამცემმა ტრაგედიამ უკიდურესად დაგვამწუხრა და რა თქმა უნდა, უმძიმეს წუთებში, თურქი ხალხის გვერდით ვართ“,- წერს სოციალურ ქსელში.