მიხეილ ყაველაშვილი: …ვისაც რა მოეპრიანება და ესე დაუპირისპირდება საკუთარ ქვეყანას, საკუთარ სახელმწიფოს, ესე ჩირქს სცხებს და ჩვენ ხომ ვიცით, ეს რატომ კეთდებაა? რომ ახალი, ასე ვთქვათ, ვერსია შემოიტანეს

დაველოდოთ გამოძიებას. ჩვენ ვართ სრულყოფილი, პასუხისმგებლიანი ხელისუფლება. მე მოვუწოდებ სამართალდამცავ ორგანოებს, პროკურატურას, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურს, რომ სრულყოფილად იქნას გამოძიებული და კიდევ ერთხელ უნდა ვიცოდეთ, რომ ვისაც რა მოეპრიანება და ესე დაუპირისპირდება საკუთარ ქვეყანას, საკუთარ სახელმწიფოს, ესე ჩირქს სცხებს და ჩვენ ხომ ვიცით, ეს რატომ კეთდებაა? რომ ახალი, ასე ვთქვათ, ვერსია შემოიტანეს. ვერაფრით ვერ მოხდა იმ რადიკალური ფრთის აგორება ისე, რომ საზოგადოება იყოს ამ ყველაფერში ჩართული.
[…] მე კიდევ ერთხელ ჩვენს საზოგადოებას მოვუწოდებ, რომ იყოს მშვიდად, იყოს ინფორმირებული, კარგად გაანალიზოს ეს პროცესები როგორ არის ერთმანეთთან დაკავშირებული და ქართული სახელმწიფო დღეს არის ძალიან ძლიერი, რომ მსგავს გამოწვევებს გაუძლოს. მე კიდევ ერთხელ მოვუწოდებ საქართველოს სამართალდამცავ ორგანოებს, რომ ყველაფერი იყოს გამოძიებული სრულყოფილად, რომ ჩვენს მოქალაქეებს ჰქონდეთ სრულყოფილი პასუხი ამ მსგავსქმედებებზე.
საზოგადოებას მინდა მივმართო, რომელიც ძალიან კარგად აანალიზებს ამ ყველაფერს, მაგრამ ჩემს, ასე ვთქვათ, შეხედულებასაც გავუზიარებ, რომ ეს ყველაფერი ერთმანეთთან დაკავშირებულია იმ თვალსაზრისით, რომ როგორმე მოხდეს საქართელოს დღევანდელი ხელისუფლების, ასე ვთქვათ, გაშავება. ამას ემსახურება ეს ყველაფერი და მიმართეს ისეთ მეთოდებს, რომ ვერცერთმა მეთოდმა – რუსული ხელისუფლებაა – ფაქტი ვერ დადებს, ყალაბებული – ფაქტი ვერ დადეს, არ ვიცი კიდევ რა მაგალითები მოვიყვანოთ ხო, ვერცერთი მათი დაკვეთილი ღონისძიებები, რომელიც საქართველოს ხელისუფლების წინააღმდეგ იყო სამართლებრივადაც მიმართული ვერცერთი ვერ დამტკიცდა და საქართველოს ხელისუფლება ყველასთან იყო მართალი. დღეს აღმოჩნდა რომ ამ ყველაფერს ვერ ერევიან, არ აწყობთ ის, რომ საქართველოს ხელისუფლება არის ძლიერი, ეროვნულ ინტერესზე მდგარი და კარგად ართმევს თავს საკუთარ მოვალეობებს, აქედან გამომდინარე, ეს არის ერთ-ერთი შემდგომი ეტაპი იმისთვის, რომ როგორმე მოხდეს საქართველოს ხელისუფლების გაშავება“ — თქვა მიხეილ ყაველაშვილმა BBC-ის გამოძიებაზე საუბრისას ჟურნალისტების კითხვების საპასუხოდ.