მიხეილ ყაველაშვილი „ვარდების რევოლუციაზე“ – არანაირი მშვიდობიანი არ იყო ის რევოლუცია, გარე ძალების დაკვეთით მოხდა მაშინ ცვლილებები და ხელისუფლებაში აგენტურა და მართული ძალა მივიღეთ

წარმოიდგინეთ, სიტყვათა წყობა – „მშვიდობიანი დამხობა“ რას ნიშნავს. ეს ნებისმიერი მოქალაქისთვის გაუგებარია, მაგრამ ეს დაკვეთაა – წინ მშვიდობიანი დაურთონ, როგორც „“ იყო და ამ მოტივით იმოქმედონ ძალადობრივად, როგორც სცადეს კიდეც აქ შემოვარდნა, – ამის შესახებ მიხეილ ყაველაშვილმა ათონელის საპრეზიდენტო რეზიდენციაში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
მან ჟურნალისტებთან საუბრისას გარე ძალების მხრიდან მართულ ადამიანებსა და მათ ქმედებებზე, ასევე, უცხოელი პარტნიორების როლზე გაამახვილა ყურადღება.
„სამწუხაროდ, ჩვენთვის სიახლე არ არის, განსაკუთრებით, ბოლო წლების მანძილზე, მათი ქმედებები. ორმაგი სტანდარტს თითქმის ყოველდღიურ რეჟიმში ხედავს ჩვენი საზოგადოება. ჩვენ მუდმივად ვართ კორექტულები, ვცდილობთ, რომ ისევ გადავიყვანოთ ეს პროცესები დიალოგის რეჟიმში, ტრანსპარანტული იყოს ჩვენი ურთიერთობები…. ელემენტარული პოლიტიკური ეთიკის ნორმებია, ვენის კონვენციაა, რომ შიდა საქმეებში, ს პროცესში, როცა სხვა ქვეყნის პოლიტიკოსი გქვია, არ უნდა ჩაერიო, მარტივი ჭეშმარიტებაა, მაგრამ ვხედავთ, რომ ეს ყველაფერი მართულია სპეცსამსახურების მიერ და ეს ადამიანები პირდაპირ დაქვემდებარებული არიან. გავიხსენებ ჩემს წინა პროფესიას. როცა პარლამენტის წევრი ვიყავი, „ხალხის ძალის“ წევრი ვიყავი, ხშირად ვსაუბრობდი მედიასთან, რომ ჩვენ ინფორმაციები გვქონდა მათი ქმედებისა, მათი დაკვეთების შესახებ. წინასწარ ვსაუბრობდით იგივე ჩემს წინამორბედზე, სალომე ზურაბიშვილზე, მისი ქმედებები რომ დაიწყო სახელმწიფოს წინააღმდეგ და კონსტიტუციის დარღვევით, იგივეს ვსაუბრობდით გახარია-ხაზარაძის ტანდემზე, ჯერ კიდევ ერთმანეთს დაპირისპირებული იყვნენ, მაგრამ ეს დაკვეთა იყო გარედან, რომ ისინი უნდა გაერთიანებულიყვნენ. ვიცოდით, რომ ეს ძალადობრივი ქმედებები გარედან იყო ინსპირირებული. თუ გავყვებით და ანალიზს გავაკეთებთ, ის ხალხი ჯერ კიდევ 2003 წელს რევოლუციას მშვიდობიანს და „ვარდების რევოლუციას“ არქმევდნენ, მაშინაც ეს პროცესები მიმდინარეობდა, გარედან მართული იყო და ეროვნულ გმირად გამოცხადებული, „ვივამედში“ მყოფი ასევე საქართველოს პრეზიდენტი, მაშინაც გარე ძალების დაკვეთით მოქმედებდა.
გაიხსენეთ, რას საუბრობდნენ, როგორ ცდილობდნენ მოსყიდვას, დაკნინებას, რომ შიგნით მომხდარიყო ხელისუფლებაში არეულობა, რომ ამ შემთხვევით ესარგებლათ. მაშინ ამით ისარგებლეს, ბევრი მოისყიდეს, ბევრი გადაიბირეს და მშვიდობიანი რევოლუცია დაარქვეს. არანაირი მშვიდობიანი რევოლუცია არ იყო, სწორედ გარე დაკვეთით მოხდა მაშინ ეს ცვლილებები და ჩვენდა სამწუხაროდ, ხელისუფლებაში აგენტურა და დაკვეთებით მართული ხელისუფლება მივიღეთ. ანალოგიურის გამეორება სცადეს და ცდილობენ ეს ბოლო წლებია, უბრალოდ ჩვენ ვართ მომზადებული, საზოგადოებაა გამობრძმედილი ამ საკითხებთან დაკავშირებით.
წარმოიდგინეთ, სიტყვათა წყობა, „მშვიდობიანი დამხობა“ რას ნიშნავს – გაუგებარია ნებისმიერი მოქალაქისთვის, მაგრამ როცა ეს დაკვეთაა, წინ მშვიდობიანი დაურთონ, როგორც „ვარდების რევოლუცია“ იყო და ამ მოტივით იმოქმედონ ძალადობრივად, რაც სცადეს კიდეც აქ შემოვარდნა. რა იყო მათი მიზანი, რომ ერთ-ერთი ლოკაცია დაეკავებინათ, რომ გამარჯვების მცირე პროცესი დაენახებინათ თავიანთი მომხრეებისთვის.
ამ ქვეყნის ვერც ერთი მოქალაქე და ვერც გარედან მათი პატრონები ვერ დაასახელებენ ვერც ერთ შემთხვევას, რომ მშვიდობიანი აქცია საქართველოში პოლიციას დაერბია. ჯერ კიდევ 2007 წლის მოვლენები მახსოვს, ერთი ფოთოლი არ ჩამოვარდნილა, როცა აქციები მიმდინარეობდა, ისეთი პასუხისმგებლობით იყვნენ მაშინ მოქალაქეები განმსჭვალული, არავის გაუბედავს რამე დაემტვრია და გაენგრია. პარალელებს ავლებენ, ევროპაში გვინდა და ევროპული სტანდარტებით გვინდა მოქმედებაო. მედიის წარმომადგენლები ხართ და ხედავთ, როგორ პასუხობენ საფრანგეთში, ბრიტანეთში, გერმანიაში სამართალდამცავი სტრუქტურები აგრესიულ მოქალაქეებს, არ ინდობენ არც ქალს, არც კაცს და სხვათა შორის, არც ჟურნალისტს, პირიქით, სამაგალითოა ჩვენი პოლიცია და ჩვენი სამართალდამცავი ორგანოების ქმედებები“, – განაცხადა ყაველაშვილმა.