მიხეილ ყაველაშვილი აშშ-ს სენატორების და კონგრესმენების რუბიოსადმი წერილზე: ამწერილის ავტორები გამოირჩევიან საქართველოს ხელისუფლების წინააღმდეგდეზინფორმაციით, მიზანმიმართული ფაქტების დამახინჯებით და დაბრალებით
ხელოვნურად არის შექმნილი საქართველოს ხელისუფლების მიმართ ერთგვარი ხაზი, რომდაამცირონ და დააკნინონ ჩვენი ხელისუფლება. ეს ნათლად ჩანს და ის ადამიანები, ვინც ამწერილში არიან მოხსენიებულნი, ავტორები ამ წერილის და წერენ მარკო რუბიოს, გამოირჩევიანხშირად საქართველოს წინააღმდეგ, საქართველოს ხელისუფლების წინააღმდეგდეზინფორმაციით და მიზანმიმართული ფაქტების დამახინჯებით და დაბრალებით, არაფერიგანსხვავებული არ არის, იგივე ხაზი გრძელდება, – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა,მიხეილ ყაველაშვილმა აშშ-ის სენატორების ჯინ შაჰინის, როჯერ უიკერის, ჯონ კურტისის დაშელდონ უაითჰაუსის, ასევე კონგრესმენების ჯო უილსონის და სტივ კოენის მიერ აშშ-ისსახელმწიფო მდივნისთვის გაგზავნილ წერილზე განაცხადა.
როგორც მიხეილ ყაველაშვილმა აღნიშნა, კონკრეტული არასამთავრობო ორგანიზაციები ეწევიანრადიკალიზმის დაფინანსებას, რაც თავად ამერიკის პრეზიდენტმაც დაადასტურა.
„ჩვენ წლებია ვსაუბრობთ, რომ კონკრეტული არასამთავრობო ორგანიზაციები ეწევიანრადიკალიზმის დაფინანსებას, საუბარია USAID-ზე და NED-ზე. თავად ამერიკის პრეზიდენტმა, ამერიკის დღევანდელმა სახელმწიფო ადმინისტრაციამ გამოავლინა მათი ქმედებები, რომ ისინიდაკავებული იყვნენ სხვა ქვეყნებში რევოლუციით და რადიკალური ქმედებებით. ეს არის პასუხითავისთავად, ამაზე მე მგონი ზედმეტი საუბარი არც ღირს. ამ ყველაფერთან დაკავშირებით ჩვენისაზოგადოება ძალიან კარგად არის ინფორმირებული, ძალიან კარგად ხვდება და იცის, თუ რამოვლენებია ჩვენს გარშემო“, – განაცხადა მიხეილ ყაველაშვილმა.
პრეზიდენტის თქმით, საქართველო აგრძელებს სამართლიან, ეროვნული ინტერესებიდანგამომდინარე პროცესებს ნებისმიერი ქვეყნის მიმართულებით და ღია არის დიალოგისთვისამერიკის შეერთებულ შტატებთან.
„ჩვენ ღია ვართ ყველა დიალოგისთვის, წერილობითაც მივმართეთ და არაფერი ჩვენ უკანდასახევი არ გვაქვს და დასამალი არ გვაქვს, ჩვენ მზად ვართ ყოველთვის. ხშირადპოზიციონირებენ ამერიკის პრეზიდენტიც და მისი ადმინისტრაციის წარმომადგენლებიც დაპირდაპირ გაეროს სხდომაზე წარმოთქვა სიტყვაში ამერიკის პრეზიდენტმა, რომ დიახ, ქვეყნებმაუნდა დაიცვან საკუთარი ეროვნული ინტერესები, მიხედონ საკუთარ ქვეყნებს და აქედანგამომდინარე უნდა იყოს დაცული ეს თემა და ჩვენ ამისთვის მანამდეც მზად ვიყავით. ესღირებულებითი თანხვედრა არის ჩვენს და მას შორის და სურვილს გამოვთქვამთ, რომ ჩვენიდიალოგი შედგეს. არაფერი გვაქვს დასამალი და მათი მხრიდან არის ახლა დასაყენებელი ესსაკითხი”, – განაცხადა პრეზიდენტმა.




