ვიდრე ჩვენ ამ კანონის ინიცირებას მოვახდენდით ამერიკის საელჩოს ერთ-ერთი წარმომადგენლისგან უკვე იყო ზარი და ასე ვთქვათ, გზავნილი, რომ დავალებაა, რომ არაფრის დიდებით არ მიიღოთ ეს კანონი, თორემ ჩვენ ამ კანონს დავარქმევთ რუსულს და ჩვენ… ზარი იყო ხელისუფლებასთან, რა თქმა უნდა. მმართველ პარტიასთან. კონკრეტულად ახლა…
ეს ცნობილია, არც დაუმალავს ამ ადამიანს, გახსოვთ, ქალბატონი დეგნანი შემდეგ გამოვიდა და ეს ყველაფერი თავად განაცხადა. ეს ხომ დამალული არ იყო. შემდეგ იძულებული იყო რომ თავად განეცხადებინა, იმდენად მიუღებელი იყო ამ კანონის… სატელეფონო ზარი თუ გზავნილი [იყო] ეს ახლა დეტალებში ვერ შევალ, არ ვიცი ზუსტად ეს.
მაგრამ გზავნილი რომ იყო ვიდრე ჩვენ ამის ინიცირებას განვახორციელებდით, მაშინ გამიკვირდა, რომ რას ნიშნავს რუსულს დაარქმევ და ნუთუ კანონმდებლებს და პარლამენტის წევრებს არ გვაქვს უფლება დავაინიციროთ, ჯერ ხომ მიღებამდეც არ მივსულვარ, დავაინიციროთ, განხილვაში შევიდეს ეს რაღაც უმნიშვნებლო კანონი. ამაზე იყო ჩემი აღშფოთება და განცვიფრება. ამაზე ვსაუბრობ ახლა, თუ რას თან გვქონდა საქმე.
ამას მოყვა ის, რომ ჩვენ ამას შევეწინააღმდეგებით და ყველა ჯგუფს გავაერთიანებთ თქვენს წინააღმდეგ და პრინციპში თუ გადავავლებთ მოვლენებს… რატომ ვიხსენებ ამ ყველაფერს, რომ ჯერ კიდევ ინიცირება როდესაც მოვახდინეთ და პირველი ადამიანი ვიყავი, რომელიც ბრიფინგზე დავდექი, […] პირდაპირ დამხვდა მათი მედია საშუალებებით ინფორმაცია, რომ ეს კანონი უკვე შეფასებული იყო რუსულად და გვთხოვდნენ, რომ გავიწვიოთ უკან და არ დავაინიციროთ, რადგან ეს რუსული კანონია და ამას დიდი წინააღმდეგობა მოჰყვებოდა.
თქვა მიხეილ ყაველაშვილმა საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერში.