აშშ-ის საელჩოს ქმედება წინა ადმინისტრაციის პირობებში მოქმედებას ჰგავს, იმის გამოძახილია , – ამის შესახებ მიხეილ ყაველაშვილმა საზოგადოებრივ მაუწყებელთან ინტერვიუში განაცხადა.
ყაველაშვილმა უპასუხა, მისთვის აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის მიერ დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებულ მილოცვასა და სახელმწიფო მდივნის მარკო რუიბიოს განცხადებასთან დაკავშირებულ კითხვას.
კერძოდ, წამყვანმა ყაველაშვილს ჰკითხა: „რა შეიძლება იყოს მიზეზი, რის გამოც აშშ-ის საელჩო არ ასაჯაროებს ამ კონკრეტულ, ტრამპის მილოცვას, როდესაც რუბიოს მილოცვა ფაქტია, რომ გაასაჯაროვა. რა შეიძლება იყოს ასე პოზიციონირების მიზეზი“.
ყაველაშვილს თქმით, საელჩოს სპეკულაციების მცდელობა აქვს – ის, რომ „ეს წერილი საეჭვო გამხდარიყო, არ ამოწმებს, პასუხს არ სცემს, არ აქვეყნებს“.
ასევე, მან კიდევ ერთ მაგალითად დაასახელა სენატორს, სტივ დეინსის შეხვედრები, როგორც ოპოზიციასთან, ასევე, პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძესთან და განაცხადა, რომ საელჩო „აქვეყნებს ე. წ. ოპოზიციასთან შეხვედრის კადრებს და იმას უფრო დიდ მნიშვნელობას ანიჭებს“, რაც მისი შეფასებით, „სიმახინჯეა“.
„ეს სხვა საკითხია. აქ ალბათ, არა მარტო ეს წერილი, საელჩოს მიდგომები დამოკიდებულება.. შემდეგ გამოაქვეყნეს, მათ მცდელობა ჰქონიათ, რომ თითქოს 22 მაისს გაუგზავნეს წერილი ბიძინა ივანიშვილს, [წამყვანის რეპლიკა: ერთი კვირის დაგვიანებით გაასაჯაროვა ეს ამბავი, მილოცვიდან 24 საათში] დაგვიანებით, რომ ეს წერილი გადაეფარათ და რაღაცა სპეკულაციებს….ეს იმის გაგრძელებაა, რაზეც მე ვისაუბრე, რომ არსებობენ ძალები და თავად ტრამპის განცხადება, როცა ის გამარჯვებული იყო და ხელისუფლებაში მოვიდა და თავად განაცხადა, რომ მან დაამარცხოს „დიფ სტეიტი“ და ის თუ ვერ დაამარცხებს „დიფ სტეიტს“, დამარცხდება ამერიკა…ეს ძალები არსებობენ, ვინმესთვის შეიძლება საქილიკოა, მაგრამ ეს ბრძოლებს ვხედავთ ხომ? – განსხვავებული ინტერპრეტაციებით გზავნილები. ადმინისტრაციის შეხედულება სხვაა, ვთქვათ, რომელიმე კონგრესმენის ან სენატორის გზავნილი აბსოლუტურად სხვა. ეს რეალობაა, ამას ხომ ჩვენ თვალყურს ვადევნებთ, ამას ვხედავთ. სამწუხაროდ, საელჩოს ქმედება იმ წინა ადმინისტრაციის პირობებში მოქმედებას ჰგავს და იმის გამოძახილია. მთლად ისე ვერ იქცევიან, როგორც მაშინ, პირდაპირი მნიშვნელობით ჩარევებით, დამუქრებით და ასე ვთქვათ საზოგადოებაზე ზეწოლის თვალსაზრისით, ასე აღარ იქცევიან, რა თქმა უნდა, აბსოლუტურად განსხვავებული ხედვებია, ვიტყოდი, რომ უფრო სწორად, ეს ნაკადი ნელ – ნელა ვიწროვდება და ალბათ, ადრე თუ გვიან დაემორჩილებიან, როცა უფრო მეტად გამყარდება ტრამპის ადმინისტრაციის ძალაუფლება, ალბათ, დარწმუნებული ვარ, რომ ნებისმიერი საელჩო და მითუმეტეს, საელჩოები 100 პროცენტით დაემორჩილებიან ადმინისტრაციის შეხედულებებს. დღეს ვხედავთ, რომ აშკარად მიდის სპეკულაცია და თქვენ რაც ახსენეთ, ის რომ ეს წერილი საეჭვო გამხდარიყო და არ ამოწმებს, პასუხს არ სცემს,არ აქვეყნებს, დღევანდელი დღეც გაიხსენეთ ხომ. სენატორი შეხვდა საქართველოს პრემიერ მინისტრს და საელჩო აქვეყნებს ე.წ. ოპოზიციასთან შეხვედრის კადრებს და იმას უფრო დიდ მნიშვნელობას ანიჭებს. ეს ხო უხეშად ვიტყვი, მაგრამ ვერ გავექცევით ამის შეფასებას, ეს ხომ სიმახინჯეა, ეს ხომ არანორმალური არის, რადგან საელჩო წარმოადგენს ქვეყანას და ქვეყანაში არსებობს ხელისუფლება და ხელისუფლებასთან ურთიერთობას ამყარებს შენი ქვეყნის სენატორი ჩამოდის პრემიერ-მინისტრს ხვდება და ის მთავარ თემად არ გამოაქვს საელჩოს და სპეკულირებს იმით , რომ აქ სხვა შეხედულებები გაჩნდეს, თითქოს არავინ არ აღიარებს, აქ სხვა გზავნილებია, გააჩინოს ეჭვები კიდევ უფრო მყარად“, – განაცხადა ყაველაშვილმა.
