მიხეილ სარჯველაძე – 9 პირობის შესრულების ვადები იქნება ზუსტად იმდენი, რამდენიც ობიექტურად შეიძლება იყოს ამისთვის აუცილებელი – წინასწარ, კალენდარული თარიღების ზუსტად განსაზღვრა ძალიან ძნელია

9 პირობის შესრულების ვადები იქნება ზუსტად იმდენი, რამდენიც ობიექტურად შეიძლება იყოს ამისთვის აუცილებელი – წინასწარ, კალენდარული თარიღების ზუსტად განსაზღვრა ძალიან ძნელია, – ამის შესახებ ადამიანის უფლებათა კომიტეტის თავმჯდომარე მ განაცხადა, რითაც უპასუხა კითხვას, რა ვადაშია გაწერილი 9 პირობის შესრულების სამოქმედო გეგმით იმისთვის, რომ ქვეყანა გადავიდეს მოლაპარაკების ეტაპზე.
მისივე თქმით, ყველა კომპონენტს თავის ვადა აქვს, თუმცა არ არის აბსოლუტურად განსაზღვრული თარიღი და რაღაც ეტაპზე ცვლილების საჭიროებაც შეიძლება არსებობდეს.
„დეტალების თაობაზე, როგორც კი გეგმა გამოქვეყნდება შეიტყობთ, ყველა კომპონენტს აქვს თავის შესრულების ვადა, მაგრამ ამის მკაცრად გაწერაც ძნელია ჩემი აზრით. ამ წუთას რის თქმაც შემიძლია არის ის, რომ ვადები იქნება ზუსტად იმდენი, რამდენიც ობიექტურად ამისთვის აუცილებელი შეიძლება იყოს საჭირო, წინასწარ კალენდარული თარიღებით განსაზღვრა ცოტა გამიჭირდება. გარკვეული მოსაზრებები (თარიღებთან დაკავშირებით) არსებობს, მაგრამ არ არის ასე აბსოლუტურად განსაზღვრული თარიღი და რაღაც ეტაპზე გასაგებია, რომ ამის ცვლილების საჭიროებაც შეიძლება არსებობდეს – გარკვეულ ეტაპზე რაღაცის შესრულება უფრო სწრაფად შეიძლება მოხერხდეს, რაღაცას დაჭირდეს მეტი ვადა. წინასწარ რომ კალენდარული თარიღები ზუსტად იყოს განსაზღვრული, ძალიან ძნელია. არ არის ეს ისეთი სამუშაო, რომელსაც ზუსტი იდენტიფიკატორები შეიძლება გააჩნდეს, ამას დასჭირდება შეთანხმებაც იმაზე, რა ითვლება და რა არ ითვლება შესრულებულად,”- განაცხადა სარჯველაძემ.