მიხეილ სარჯველაძე – უკრაინის მოვლენები, ალბათ, ძალიან მალე დამთავრდება – ამ მომენტიდან საქართველოს მიმართ განწყობებიც შეიცვლება და ქვეყნის წარმატებას ყველა აღიარებს

უკრაინის მოვლენები ალბათ ძალიან მალე დამთავრდება – ამ მომენტიდან მოყოლებული საქართველოს მიმართ განწყობებიც შეიცვლება და ქვეყნის წარმატებას ყველა აღიარებს , – ეს პოზიცია მედიასთან ჯანდაცვის მინისტრმა მ გამოხატა.
როგორც სარჯველაძემ აღნიშნა, ამასთან დაკავშირებით პრემიერ მინისტრის განცხადება ზედმიწევნით ზუსტი და რელევანტურია.
“ვინც არსებულ მდგომარეობას და საქართველოსთან დაკავშირებით განწყობების ცვალებადობას საღად განსჯის, ნათელი იქნება, რომ ში მიმდინარე პროცესები, უკრაინის წინააღმდეგ მიმდინარე აგრესიული ომი, განმაპირობებელი ფაქტორია საქართველოს მიმართ შეცვლილი, გაურესებული რიტორიკისა, რაც ცალკეული პარტნიორი სახელწმიფოთა პოლიტიკოსებისა და დაწესებულებების მხრიდან გვესმის.
გამომდინარე აქედან, რა წამს მოისპობა მიზეზი, რის გამოც ნეგატიური შთაბეჭდილებების დამკვიდრების მცდელობებს ვადევნებთ თვალს, ეს ყველა პროცესს ნორმალურ კალაპოტში დააბრუნებს”, – განაცხადა სარჯველაძემ.

ასევე დაგაინტერესებთ

მეუფე შიო – წმინდა მოწამეები ქრისტეს მტკიცე და შეურყეველი რწმენის მაგალითები არიან – უნდა მივბაძოთ მათ, ამიტომ უნდა გვრცხვენოდეს, როდესაც ვავლენთ სულმოკლეობას და გვეშინია მაშინ, როდესაც შიშის ადგილი არ უნდა იყოს