მიხეილ სარჯველაძე – რუსეთის აგრესიას ახსნა არ გააჩნია, სუვერენულ სახელმწიფოზე თავდასხმა არ შეიძლება გამართლებული იყოს – საქართველოს მხრიდან, რაც შეიძლება გაკეთებულიყო, ყველაფერი გაკეთდა

რუსეთის ფედერაციის აგრესიას, ვფიქრობ, რომ ახსნა და არგუმენტაცია არ გააჩნია. სუვერენული სახელმწიფოს წინააღმდეგ თავდასხმა, არცერთ შემთხვევაში, არ შეიძლება გამართლებული იყოს, – ამის შესახებ პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარემ, მ ჟურნალისტებს განუცხადა, როდესაც რუსეთ-უკრაინის მიმდინარე ომზე ისაუბრა.
როგორც სარჯველაძემ აღნიშნა, ყველაზე მეტად მნიშვნელოვანია, მთელმა კაცობრიობამ იზრუნოს იმაზე, რომ მშვიდობამ დაისადგუროს ში და აღდგეს სამართლიანობა.
„არ შეიძლება იყოს შეწყნარებული ის, რაც ხდება დღეს უკრაინაში. ბუნებრივია, საქართველოს მხრიდან, რაც შეიძლება გაკეთებულიყო, ყველაფერი გაკეთდა იმ მიმართულებით, რასაც ჰქვია ჰუმანიტარულად მხარში დგომა და ყველა დახმარების აღმოჩენა. თუმცა, ჩვენ ავხსენით ისიც, რომ მაგალითად, ისეთი რადიკალური ზომების მიღებისგან, როგორიც არის აქტიურ სამხედრო მოქმედებებში ჩართვა, სამხედრო მხარდაჭერა, სანქციების დაწესება, რასაც შეუძლია გამანადგურებელი ეფექტი იქონიოს საქართველოზე, ამის უფლებას საკუთარ თავს ვერცერთ შემთხვევაში ვერ მივცემთ. ეს უბრალოდ შეუძლებელი და წარმოუდგენელია იმიტომ, რომ საქართველოს სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი ინტერესები დევს სასწორზე, სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი! ამით გარისკვის უფლება ჩვენ, არცერთ შემთხვევაში, არ გვაქვს. ეს არის მთავარი, რაც, რა თქმა უნდა, უნდა ესმოდეს და კარგად ესმის საქართველოს მოსახლეობას, ოპოზიციის გამოკლებით და უნდა ესმოდეს, რა თქმა უნდა, უკრაინას და მთლიანად ცივილიზებულ სამყაროს“, -განაცხადა მიხეილ სარჯველაძემ.

ასევე დაგაინტერესებთ

გურამ მაჭარაშვილი – რაც ცესკოს სხდომაზე ვნახეთ, იყო მორიგი მტკიცებულება, რომ „ნაცმოძრაობის“, ამ ბოროტი პოლიტიკური ძალის არსებობა და საქართველოში მშვიდობა და სტაბილურობა გამორიცხულია

გია ვოლსკი ცესკო-ში მომხდარზე – ეს არის ბოროტი სცენარის შემადგენელი ნაწილი, რასაც ხელისუფლების ძალადობრივი დამხობისათვის წინაპირობების მომზადება ჰქვია – რევოლუციური სცენარის ნაწილია