: ოპოზიციას აქვს ეროვნული არასრულფასოვნების კომპლექსი

ოპოზიციას აქვს ეროვნული არასრულფასოვნების კომპლექსი, მათ მიაჩნიათ, რომ მთელი პოლიტიკური კარიერა უნდა მოხმარდეს ვინმეს სამსახურში საქართველოს ჩაყენებას – ამაშია ზუსტად აბსურდულობა და ეს მინდა ამ ახალგაზრდობამ კარგად გაიგოს, ყველა ჩვენმა მოქალაქემ, ვინც შეიძლება ეგზალტირებული იყოს, ზედმეტი ემოციით იყოს აღტყინებული. აი ეს არ გამოეპაროთ მხედველობიდან, ვინ ვისთვის იბრძვის, – აღნიშნულის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა, მ, პარლამენტთან მიმდინარე აქციის შესახებ საუბრისას განაცხადა.

ჯანდაცვის მინისტრმა კიდევ ერთხელ აღნიშნა, რომ ევროპული ინსტიტუციები – სტრასბურგის, ლუქსემბურგის სასამართლოები ამბობენ, რომ ნებისმიერი საზოგადოება უფლებამოსილია ფლობდეს ინფორმაციას საიდან ფინანსდებიან ორგანიზაციები, როგორც პოლიტიკური, ისე არასამთავრობო ორგანიზაციები, ვინც ემსახურება საზოგადოებრივი აზრის ფორმირებას.

„ეს უფლება ყველა საზოგადოებას დეიურე გააჩნია და ნახეთ რისთვის არის ბრძოლა, რომ ქართველ ხალხს ეს უფლება ჰქონდეს აყრილი. ისინი იძახიან, რომ ტრანსფარენტულობა არ არის ის, რაც ჩვენ გვჭირდება, გამჭვირვალობა არ შეიძლება ქართველ ხალხს ჰქონდეს. ესეც გამომდინარეობს იმ ეროვნული არასრულფასოვნების ერთგვარი კომპლექსიდან, რომელიც, სამწუხაროდ, ჩვენს ოპოზიციას გააჩნია და მიაჩნიათ, რომ კუბილიუსი უკეთ გადაგვიწყვეტს საკითხს, ვიდრე აქ, ჩვენი ქვეყნის რომელიმე პოლიტიკოსი.

რამხელა მარაზმია, როდესაც სააკაშვილი იჩემებს პატრიოტიზმს, ადამიანის უფლებების დაცვას, იჩემებს ქართული დემოკრატიისთვის ბრძოლას. ილუზია, რომ სააკაშვილი ამ ქვეყნის სუვერენიტეტისთვის მებრძოლი ადამიანი იყო, თვითონ მის მომხრეებს არ გააჩნიათ, იმიტომ, რომ ეს ასე არასოდეს ყოფილა. ის იყო მმართველი, რომელსაც ჰქონდა ეროვნული არასრულფასოვნების კომპლექსი, რომელიც თვლიდა რომ საქართველო არის შეუმდგარი სახელმწიფო და გარკვეული გაუმჯობესების შესაძლებლობას იძლევა მხოლოდ და მხოლოდ ვინმეს მორჩილება“, – განაცხადა მიხეილ სარჯველაძემ.

ასევე დაგაინტერესებთ

სალომე ზურაბიშვილი აქციაზე – უამრავი ხალხია გამოსული, არაფერს ნიშნავს ეს კანონები, ამით ვერ აჩერებ ხალხს – რაც შეეხება გეგმას, არავის არასდროს აქვს გეგმა, რომელიც ავტორიტარიზმს და რუსეთს დაამარცხებს, გეგმა არის არ შეგუება, გეგმა აგერ არის: ეს ხალხი!

ირაკლი მელაშვილი – პრობლემა ის არის, რომ ხელისუფლება კომფორტულადაა პუბლიკაში, რაც თურქმენეთში იყო, დემოკრატ ლიდერებთან კი არაკომფორტულად – თუ მიგაჩნია, რომ ევროპაში ადამიანის უფლებები ირღვევა და მიდიხარ თურქმენეთში, ეს ფსიქიკის პრობლემაა