„ლელო“ წარმოადგენს არა ალტერნატიულ, არამედ იგივე ძალას, რასაც „ნაციონალური მოძრაობა“ ჰქვია – უბრალოდ, „ნაციონალური მოძრაობის“ რომელი ნანგრევის პარტნიორი იქნება, ეს შეიძლება იყოს განსხვავებული მოსაზრებების საგანი, – ამის შესახებ ჟურნალისტებს “ქართული ოცნების” დეპუტატმა მიხეილ სარჯველაძემ განუცხადა.
როგორც სარჯველაძემ ამ კონტექსტში განმარტა, პარტნიორობა ამ ორ პარტიას შორის აქამდეც არსებობდა და ახლაც არის.
“შესაბამისად, “ლელოს” მხრიდან არავითარ ალტერნატივაზე საუბარი არ არის. “ლელო” კარგად ხვდება, რომ საქართველოში “ნაციონალური მოძრაობა” უარყოფითი კონვერტაციის მატარებელია. აქედან გამომდინარე, ცდილობენ, სხვაგვარი შეფუთვით, მაგრამ იგივე შინაარსით წარდგნენ, რათა საზოგადოების გარკვეული ნაწილი შეცდომაში შეიყვანონ და მათგან მხარდაჭერა ასე მიიღონ”, – განაცხადა სარჯველაძემ.