– ეკონომიკური ზრდა ხმარდება მოსახლეობის კეთილდღეობას როგორც ჯანდაცვის, ასევე სოციალური პროექტების მიმართულებით – ეს პრაქტიკა ნარჩუნდება და მომდევნო წელიც იქნება დიდი შესაძლებლობების წელიწადი

2025 წელი მართლაც განსაკუთრებულად და გამორჩეულად მნიშვნელოვანი წელიწადი იყო, რადგან ძალიან მნიშვნელოვანი რეფორმები განხორციელდა, მათ შორის, ჯანდაცვისა და სოციალური მიმართულებით, – ამის შესახებ საქართველოს ჯანდაცვის მინისტრმა მ განაცხადა.
როგორც სარჯველაძემ აღნიშნა, განხორციელდა ისეთი სერიოზული რეფორმა, როგორიც არის ფსიქოტროპული ნივთიერებების აბსოლუტურად ახლებური რეგლამენტაცია.
„რეფორმა უკავშირდება ჩანაცვლებითი თერაპიის სისტემის ცვლილებას, რაც, რა თქმა უნდა, იძლევა უკეთეს შესაძლებლობებს სამომავლოდ, რომ სრულიად ახლებურად გააზრება მოხდეს ფუნქციურად, თვისობრივად დარეგულირდეს ეს საკითხი და რეალურად მთელი ეს სექტორი ემსახურებოდეს საზოგადოების ინტერესებს – მართლაც ზიანის შემცირებასა და რეალურ მკურნალობაზე იყოს ორიენტირებული. იყო ტრადიციულად და სტანდარტულად გამოწვევებით აღსავსე, თუმცა იყო ძალიან მნიშვნელოვანი სერიოზული წარმატებებიც. მაგალითად, ქვეყანა აღიარეს მალარიისგან თავისუფალ სახელმწიფოდ და არაერთი ასეთი მნიშვნელოვანი გამარჯვება იზეიმა ქართული ჯანდაცვის სისტემამ“, – განაცხადა მიხეილ სარჯველაძემ.
მისივე თქმით, ძალიან საინტერესო წელი იყო სოციალური მიმართულებებითაც.
„დაინერგა მნიშვნელოვანი სიახლე, როგორიც არის სოციალური პროგრამების ეფექტიანობის ანალიტიკა, ამ ინსტრუმენტების დანერგვაზე იმუშავა სამინისტრომ და მომდევნო წელს გაცილებით მეტი იქნება შესაძლებლობები. იყო გამორჩეული მაგალითად, სოციალური მიმართულებით, პერსონალური ასისტენტის სერვისი დამკვიდრდა და 34 მუნიციპალიტეტში წარმატებული პილოტირება განხორციელდა. არაერთი მიმართულებით 42 ქვეკომპონენტიდან წელს რაც იყო დაგეგმილი, 17 შემთხვევაში გაზრდილი იყო ანაზღაურება, ამან უკეთესი შესაძლებლობები გააჩინა, მათ შორის ეფექტიანობის გაზრდის მიმართულებით. საბედნიეროდ, ეს ტრადიცია ნარჩუნდება და მომდევნო წელსაც გვაქვს ზრდა. ორივე მიმართულებით სასიხარულოა ის ფაქტი, რომ ეკონომიკური ზრდა, რომელიც ქვეყანას აქვს, ეს უპირველესად ხმარდება მოსახლეობის კეთილდღეობას როგორც ჯანდაცვის, ასევე სოციალური პროექტების მიმართულებით. საბედნიეროდ, ეს პრაქტიკა ნარჩუნდება და მომდევნო წელიც ამ თვალსაზრისით, იქნება უპრეცედენტოდ დიდი შესაძლებლობების წელიწადი“, – განაცხადა მიხეილ სარჯველაძემ.
სარჯველაძის განცხადებით, დიდი მასშტაბი შეიძინა იმ პროგრამამ, რასაც ჰქვია დევნილთა განსახლების პროგრამა.
„1 600 დევნილ ოჯახს სრულიად ახალი ბინები გადაეცა. პროგრამა გრძელდება და საზოგადოებამ იცის, რომ არაერთ ქალაქში პარალელურად ხორციელდება მასშტაბური პროექტები ამ მიმართულებით. ვფიქრობ, ეს რეალურად ნიშნავს დასტურს იმისა, რომ საქართველოს ხელისუფლება აბსოლუტურად სერიოზულად განწყობილია ამ პრობლემის გადასაჭრელად“, – განაცხადა ჯანდაცვის მინისტრმა.

ასევე დაგაინტერესებთ

ალექსანდრე დარახველიძე – ბოლო 7 თვეში, ნარკოდანაშაულისთვის, ჯამში, დაკავებული და სისხლის სამართლის პასუხისგებაში მიცემულია 5000-ზე მეტი ადამიანი, მათ შორის 2000-მდე ნარკორეალიზაციაში იყო ჩართული

საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობა – გისურვებთ, რომ მომავალმა წელმა მოიტანოს მშვიდობა, კეთილდღეობა და ევროპული მომავლის რწმენა – ჩვენ გვჯერა საქართველოსი, ისევე როგორც ქართველ ხალხს სჯერა ევროკავშირის