მიხეილ სარჯველაძე გიორგი ელიავას სახელობის ფაგოთერაპიის ცენტრს ესტუმრა

ჯანდაცვის მინისტრი, გიორგი ელიავას სახელობის საერთაშორისო ფაგოთერაპიის ცენტრსა და ბაქტერიოფაგიის, მიკრობიოლოგიისა და ვირუსოლოგიის ინსტიტუტს ესტუმრა.
ჯანდაცვის სამინისტროს ცნობით, მიხეილ სარჯველაძეს, სამეცნიერო დაწესებულების წარმომადგენლებმა, ცენტრის მუშაობის სპეციფიკა პირადად გააცნეს.
„დაწესებულების მთავარი მიმართულებები ბაქტერიოფაგებზე დაფუძნებული პროდუქტების დანერგვა, ახალი ფაგური პრეპარატების შექმნა და განვითარებაა.
ჯანდაცვის მინისტრმა, ცენტრის მუშაობის მნიშვნელობას გაუსვა ხაზი. აღნიშნა, რომ ფაგებით დაინტერესება სულ უფრო მეტად იზრდება და საქართველოს აქვს შესაძლებლობა, აღნიშნული პოტენციალი კიდევ უფრო მეტად აითვისოს.
ფაგოთერაპიის ცენტრსა და ბაქტერიოფაგიის, მიკრობიოლოგიისა და ვირუსოლოგიის ინსტიტუტში, ასევე, იმყოფებოდა მინისტრის მოადგილე თეა გიორგაძე“,- აღნიშნულია ინფორმაციაში.

ასევე დაგაინტერესებთ

ნინო ჯღარკავა: მაინტერესებს, სად არიან ღარიბაშვილის დანიშნული მინისტრები, მოადგილეები, მისი კანცელარიის თანამშრომლები, მის მიერ თანამდებობაზე დანიშნული ქალები, კაცები აქ გინახავთ მათი პოსტები და კომენტარები? მისი მხარდაჭერა?

ნიკო მანაგაძე: თბილისის საქალაქო სასამართლოს მივმართე სასარჩელო მოთხოვნით, რომელიც შეეხება საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერის, ირაკლი კირცხალიას მიერ ტვ იმედის ეთერში, ჩემთან მიმართებაში გაჟღერებულ ცილისმწამებლურ ტყუილს