გიორგი ელიავას სახელობის ფაგოთერაპიის ცენტრს ესტუმრა

ჯანდაცვის მინისტრი, გიორგი ელიავას სახელობის საერთაშორისო ფაგოთერაპიის ცენტრსა და ბაქტერიოფაგიის, მიკრობიოლოგიისა და ვირუსოლოგიის ინსტიტუტს ესტუმრა.
ჯანდაცვის სამინისტროს ცნობით, ს, სამეცნიერო დაწესებულების წარმომადგენლებმა, ცენტრის მუშაობის სპეციფიკა პირადად გააცნეს.
„დაწესებულების მთავარი მიმართულებები ბაქტერიოფაგებზე დაფუძნებული პროდუქტების დანერგვა, ახალი ფაგური პრეპარატების შექმნა და განვითარებაა.
ჯანდაცვის მინისტრმა, ცენტრის მუშაობის მნიშვნელობას გაუსვა ხაზი. აღნიშნა, რომ ფაგებით დაინტერესება სულ უფრო მეტად იზრდება და საქართველოს აქვს შესაძლებლობა, აღნიშნული პოტენციალი კიდევ უფრო მეტად აითვისოს.
ფაგოთერაპიის ცენტრსა და ბაქტერიოფაგიის, მიკრობიოლოგიისა და ვირუსოლოგიის ინსტიტუტში, ასევე, იმყოფებოდა მინისტრის მოადგილე თეა გიორგაძე“,- აღნიშნულია ინფორმაციაში.

ასევე დაგაინტერესებთ

არასათავრობოები – პარტიების აკრძალვა მიზნად ისახავს, თვითნებურად აუკრძალოს პოლიტიკური საქმიანობა პარტიებსა და პირთა განუსაზღვრელ წრეს, ჩაახშოს პოლიტიკური პროცესი და განსხვავებული აზრი ქვეყანაში

ევროპარლამენტარი კშიშტოფ ბრეიზა „ქართულ ოცნებას“ ევრონესტის საპარლამენტო ასამბლეაში მონაწილეობის შესახებ უარზე – როცა თქვენი ლეგიტიმურობა მთელ ევროპაში კითხვის ნიშნის ქვეშ დგება, ცარიელი სკამები უფრო ადვილი გზაა