მიხეილ სარჯველაძე – ახლა, გაბედულად შემიძლია ვთქვა, რომ დიდი ნაწილი ევროპარლამენტარებისა შეცდომაში იყვნენ შეყვანილი, თითქოს ადგილი ჰქონდა სააკაშვილის მიმართ პოლიტიკურ დევნას, ან მისი უფლებების ხელყოფას

მე, ახლა, გაბედულად შემიძლია ვთქვა, რომ დიდი ნაწილი ევროპარლამენტარებისა შეცდომაში იყვნენ შეყვანილი, იმასთან დაკავშირებით, რომ თითქოსდა, ადგილი ჰქონდა სააკაშვილის მიმართ პოლიტიკურ დევნას, ან მისი უფლებების ხელყოფას, – ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა მ, მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილების თაობაზე განაცხადა.
როგორც მან აღნიშნა, სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებამ, საბოლოოდ დაუსვა წერტილი, საკითხთან დაკავშირებით, სპეკულაციების არსებობას.
„ამას დაესვა ყოველგვარი წერტილი და ამიერიდან, სამართლებრივად ვალიდური არ იქნება უბრალოდ, რომ ვინმემ ისაუბროს სააკაშვილის პოლიტიკურ დევნაზე.
მე ღრმად მწამს, რომ ევროპარლამენტში, დიდი ნაწილი, შეცდომაში იყო შეყვანილი, ისევე როგორც კანონპროექტის ადგილ წარმოშობასთან დაკავშირებით, რომელზეც საქართველო მუშაობდა. სხვათა შორის, ერთსა და იმავე რეზოლუციაშია, თუ სწორად მახსოვს, ნახსენები, მაგალითად, საქართველოს მიერ მიღებული, ბოლოდროინდელი საკანონმდებლო აქტების შეფასება და იმავდროულად, სააკაშვილთან დაკავშირებით გაკეთებული განცხადებები. ერთად არის ნათქვამი, რომ თითქოსდა, ის კანონპროექტი, რომელზეც საქართველოში მსჯელობენ, იყო რუსული და იქვეა ნათქვამი, რომ სააკაშვილი არის პოლიტიკური პატიმარი. ახლა, სახელი დაერქვა, პროფესიონალურ დონეზე ყველაფერს. დიახ, ეს იყო, რა თქმა უნდა, აბსოლუტური სიმულაცია, პოლიტიკური პატიმრობის სიმულაცია, ჯანმრთელობის მდგომარეობის მკვეთრი გაუარესების სიმულაცია, დემენციის სიმულაცია, დემოკრატიის შუქურობის სიმულაცია და ბევრი სხვა ამასთან დაკავშირებული გარემოებების“, – განაცხადა მიხეილ სარჯველაძემ.

ასევე დაგაინტერესებთ