მიხეილ სარჯველაძე აქონდროპლაზიის მქონე ბავშვების მშობლებს შეხვდა

საქართველოს ჯანდაცვის მინისტრი , მინისტრის მოადგილე თამარ გაბუნიასთან ერთად, აქონდროპლაზიის მქონე ბავშვების მშობლებს შეხვდა.
ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, მინისტრი, მედიკამენტ „ვოსორიტიდით“, აქონდროპლაზიის სამკურნალო პროგრამის მიმდინარეობას გაეცნო. როგორც ინფორმაციაშია აღნიშნული, მიხეილ სარჯველაძემ, მშობლებისგან მიიღო ინფორმაცია, მკურნალობის პროცესში, ბავშვების ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებით.
„შეხვედრაზე, ასევე, საუბარი გაიმართა პროგრამის განხორციელების ცალკეულ ასპექტებზე და მის შემდგომ განვითარებაზე.
მედიკამენტ „ვოსორიტიდით“, აქონდროპლაზიის სამკურნალო პროგრამა, 2023 ნოემბერში ამოქმედდა და მასში, პირველ ეტაპზე, 6 ბენეფიციარი ჩაერთო. უახლოეს დღეებში, პროგრამას კიდევ 5 ბენეფიციარი დაემატება“, – ნათქვამია სამინისტროს გავრცელებულ ინფორმაციაში.

ასევე დაგაინტერესებთ

პროკურატურა – კესარია აბრამიძის მკვლელობაში ბრალდებულმა მაღაზიაში გასაშლელი დანა შეიძინა – აბრამიძე ჯაიანს შეხვედრაზე მათი ურთიერთობის ამსახველი ფოტოსურათების სოციალურ ქსელში გასაჯაროების სანაცვლოდ დასთანხმდა