„ამერიკულ ჰოსპიტალ თბილისში“ იმყოფებოდა, რომელმაც Joint Commission International-ის საერთაშორისო აკრედიტაცია მოიპოვა

ჯანდაცვის მინისტრი , „ამერიკულ ჰოსპიტალ თბილისში“ იმყოფებოდა, რომელმაც Joint Commission International (JCI)-ის საერთაშორისო აკრედიტაცია მოიპოვა.
ამის შესახებ ინფორმაციას ჯანდაცვის სამინისტრო ავრცელებს.
მათი ცნობით, JCI პაციენტთა ჯანმრთელობისა და უსაფრთხოების დაცვის ხარისხის გასაუმჯობესებლად მუშაობს და ამ მიმართულებით, მსოფლიოში, ოქროს სტანდარტადაა აღიარებული.
„საერთაშორისო აკრედიტაციის მიღების აღსანიშნავად გამართული ღონისძიება ჯანდაცვის მინისტრმა გახსნა. როგორც მიხეილ სარჯველაძემ, სიტყვით გამოსვლისას აღნიშნა, სახელმწიფო მუდმივად მხარს დაუჭერს ინიციატივებს, რომელიც პაციენტთა უფლებების დაცვას ემსახურება და ასეთ მაღალ შეფასებას იმსახურებს.
კლინიკის ხელმძღვანელებმა, სამინისტროს, განხორციელებული რეფორმებისთვის, მადლობა გადაუხადეს და აღნიშნეს, რომ არსებული სისტემების კიდევ უფრო გასაუმჯობესებლად, სახელმწიფოს ასეთი მხარდაჭერა ძალიან მნიშვნელოვანია.
ღონისძიებას განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრი გიორგი ამილახვარი, ჯანდაცვის მინისტრის მოადგილეები თამარ გაბუნია და თეა გიორგაძე, ასევე – სამედიცინო სფეროს წარმომადგენლები, დიპლომატები და სხვა მოწვეული სტუმრები ესწრებოდნენ“, – ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.

ასევე დაგაინტერესებთ

არასათავრობოები – პარტიების აკრძალვა მიზნად ისახავს, თვითნებურად აუკრძალოს პოლიტიკური საქმიანობა პარტიებსა და პირთა განუსაზღვრელ წრეს, ჩაახშოს პოლიტიკური პროცესი და განსხვავებული აზრი ქვეყანაში

ევროპარლამენტარი კშიშტოფ ბრეიზა „ქართულ ოცნებას“ ევრონესტის საპარლამენტო ასამბლეაში მონაწილეობის შესახებ უარზე – როცა თქვენი ლეგიტიმურობა მთელ ევროპაში კითხვის ნიშნის ქვეშ დგება, ცარიელი სკამები უფრო ადვილი გზაა