მიხეილ სარჯველაძეს პარლამენტში იმედა ნიკურაძე შეცვლის

მიხეილ სარჯველაძეს პარლამენტში იმედა ნიკურაძე შეცვლის.
პარლამენტის წევრის უფლებამოსილების ცნობის საკითხი საპროცედურო საკითხთა კომიტეტში განიხილება. მომხსენებელი კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი ქადაგიშვილია.
პარლამენტის ახალი წევრის უფლებამოსილების ცნობის საკითხი დღის წესრიგში მას შემდეგ დადგა, რაც მიხეილ სარჯველაძემ საკანონმდებლო ხელისუფლებიდან აღმასრულებელ ხელისუფლებაში გადაინაცვლა.
სარჯველაძე პარლამენტის დეპუტატი და ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარე იყო.

ასევე დაგაინტერესებთ

ირაკლი აბესაძე: ტრამპ თაუერში ბინების კვადრატული მეტრის ფასი 15,000 დოლარამდე ავაო. ვის წარმოგიდგენიათ ვინმე, ვინც 5 მილიონს ან შეიძლება 10 მილიონსაც გადაიხდის ბინაში, კორპუსში დელისის მეტროსთან და კალაძის საცობებში