მიხეილ სარჯველაძემ ევროპის საჯარო სამართლის გლობალური კომისიის შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა

საქართველოს პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე მ სამართლის უზენაესობის გლობალური კომისიის წევრთა რიგით მესამე შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა, რომელიც პორტუგალიის ქალაქ კასკაისში გაიმართა.
ამის შესახებ ინფორმაციას პარლამენტის პრესსამსახური ავრცელებს.
მათივე ცნობით, შეხვედრაზე კომისიის წევრებმა ევროპაში სამართლის უზენაესობის კონცეფციისა და მდგომარეობის შესახებ ანგარიშის პროექტი განიხილეს, რომელიც გაეროს გენერალური ასამბლეის მეექვსე კომიტეტს წარედგინება.
„მიხეილ სარჯველაძე აღნიშნული კომისიის არჩეული წევრია 2023 წლის 10 იანვრიდან. კომისია შექმნილია ევროპის საჯარო სამართლის ორგანიზაციის (EPLO) ინიციატივით და მისი ამოცანაა გლობალური სამართლის უზენაესობის ყოვლისმომცველი ხედვის და ღირებულებების განვითარება ერთაშორისი დიალოგის ხელშეწყობით, ისევე როგორც საკუთარი ექსპერტული ცოდნის გაზიარების გზით.
კომისიასთან თანამშრომლობის პროცესს მხარს უჭერს ევროპის საჯარო სამართლის ორგანიზაციის რეგიონული წარმომადგენელი, ელჩი იოსებ ნანობაშვილი”, – ნათქვამია ინფორმაციაში.

ასევე დაგაინტერესებთ