მიხეილ სააკაშვილი – ყოველთვის მამოძრავებდა ერთი რამ, ქართველი ხალხის ეკონომიკური კეთილდღეობა და საქართველო მთელი მსოფლიოსთვის შურის საგანი უნდა ყოფილიყო და ასეთიც იყო, ახლა უხერხულად არ გვიმჩნევენ

ყოველთვის მამოძრავებდა ერთი რამ, ქართველი ხალხის ეკონომიკური კეთილდღეობა და საქართველო მთელი მსოფლიოსთვის შურის საგანი უნდა ყოფილიყო და ასეთიც იყო, ახლა უხერხულად არ გვიმჩნევენ, – ამის შესახებ საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა სასამართლო სხდომაზე ჩართვისას განაცხადა.
მისივე თქმით, „მუდმივად რაღაც უაზრო კინკლაობა და უაზრო თემებზე ყურადღების გადატანა მიდის“.
„ცხოვრებაში ფული მე აქ არ მომიპოვებია, პრივილეგიები მე აქ არ მომიპოვებია, ყოველთვის მამოძრავებდა ერთი რამ, ქართველი ხალხის ეკონომიკური კეთილდღეობა და საქართველო მთელი მსოფლიოსთვის შურის საგანი უნდა ყოფილიყო და ასეთიც იყო. ახლა უხერხულად არ გვიმჩნევენ. მუდმივად რაღაც უაზრო კინკლაობა მიდის და უაზრო თემებზე ყურადღების გადატანა მიდის. ეს ყველაფერი დასრულდება. ჩვენ უნდა დავუბრუნდეთ საქმეს. საქმის დროა! საქმე ლაპარაკის ნაცვლად! საქმე კინკლაობის ნაცვლად! საქმე უმუშევრობის და უპერსპექტივობის ნაცვლად! ჩვენ გვაქვს ძალიან დიდი მომავალი და საქართველოს საუკეთესო დღეები არის წინ და მაგ მოახლოებაში აქტიურ მონაწილეობას ვაპირებ“, – განაცხადა სააკაშვილმა.