მიხეილ სააკაშვილი – ყველა, ვინც ამ პირობებში არჩევნებზე წავა, პირდაპირ თამაშობს რუსეთის და ოლიგარქიული დიქტატურის თამაშს

საქართველოს მესამე პრეზიდენტის ს შეფასებით, ყველა, ვინც ამ პირობებში არჩევნებში ჩაერთვება, პირდაპირ ითამაშებს ს და ოლიგარქიული დიქტატურის თამაშს.
როგორც სააკაშვილმა დღევანდელ სასამართლო პროცესზე ონლაინ ჩართვისას აღნიშნა, „ეს რეჟიმი არანაირ თავისუფალ არჩევნებს არ ჩაატარებს“.
„მინდა ვუთხრა ყველას, ვინც ეთამაშება რეჟიმთან თანამშრომლობის, რეჟიმის გაპატიოსნების იდეას ე.წ. არჩევნებში მონაწილეობით. არ გეყოთ, რაც ნახეთ წინა საპრეზიდენტო არჩევნებზე, წინა საპარლამენტო არჩევნებზე, საპარლამენტო არჩევნებზე, რომელიც შარშან ჩატარდა? არ გეყოთ, რაც ნახეთ? კიდევ რანაირად შეიძლება ერთი და იმავე წყალში შესვლის მცდელობა. ეს რეჟიმი არანაირ თავისუფალ არჩევნებს არ ჩაატარებს.
ყველა, ვინც ამ პირობებში არჩევნებზე წავა, პირდაპირ თამაშობს რუსეთის და ოლიგარქიული დიქტატურის თამაშს“, – განაცხადა სააკაშვილმა.
მისი თქმით, ხელისუფლება საქართველოში ბანდიტების და მატყუარების დიქტატურას ამყარებს.
„ეს ტერორი, რომელიც არის ქუჩაში, არის ბანდიტური დიქტატურის ხელწერა, რომელსაც დიდი მომავალი ნამდვილად არ უწერია. მხოლოდ გაერთიანება, მხოლოდ სიძლიერე, მხოლოდ შეტევით, კიდევ ერთხელ შეტევით, ყველამ ერთად უნდა ვუთხრათ, არ მეშინია და არ გავჩუმდები!” – განაცხადა სააკაშვილმა.