მიხეილ სააკაშვილი – ყველა ამბიციის გვერდზე გადადება და საერთო სიაზე ფიქრი გვჭირდება – პრეზიდენტის, უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარისა და მთავარი პროკურატურის საერთო კანდიდატებზე უნდა შევთანხმდეთ

ყველა ამბიციის გვერდზე გადადება და საერთო სიაზე ფიქრი გვჭირდება – საქართველოს ყოფნა-არყოფნის საკითხი წყდება და არა ჩვენი თანამდებობების, – ამის შესახებ საქართველოს მესამე პრეზიდენტი, სოციალურ ქსელში წერს.
მისივე თქმით, როგორც მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით, ისე მომავალზე საერთო გეგმის დასახვაა საჭირო.
„ჩვენ საერთო მყარი გეგმა გვჭირდება, როგორც მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით, ისე მომავალზე.
ყველა ამბიციის გვერდზე გადადება და საერთო სიაზე ფიქრი გვჭირდება. საქართველოს ყოფნა-არყოფნის საკითხი წყდება და არა ჩვენი თანამდებობების. პრეზიდენტის, უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარისა და მთავარი პროკურატურის საერთო კანდიდატებზე უნდა შევთანხმდეთ. ძალა ერთობაშია!“, – წერს მიხეილ სააკაშვილი.

ასევე დაგაინტერესებთ