– ყველაფერი ვიზუალურად საკმაოდ დაემსგავსა ბელარუსის პროტესტებს – საჭიროა მუდმივად ახალი შემტევი ფორმების ძიება და განხორციელება, მოწინააღმდეგის მუდმივი გაოცება

უამრავი ახალი სპიკერის გამოჩენა სხვადასხვა ეთერებში ნიშნავს სრულიად ახალი რეალობის დადგომას, – ასე ეხმაურება დღევანდელ აქციებს საქართველოს მესამე პრეზიდენტი .
სააკაშვილი თავის მიმართვაში აღნიშნავს, რომ საჭიროა მუდმივად ახალი შემტევი ფორმების ძიება და განხორციელება.
“თავისი ბიზნესების წინ გამოსული თანამშრომლები ძალიან ამაღელვებელი სანახავია – ავეჯის მაღაზია “ლაბორატორია ჩემი სახლის”, “ მოტორსის” და ათეულობით სხვა დაწესებულების წინ, თუნდაც 1 საათით გამოსული ამაყი მოქალაქეები.
უამრავი ახალი სპიკერის გამოჩენა სხვადასხვა ეთერებში ნიშნავს სრულიად ახალი რეალობის დადგომას. ამავე დროს ახლა ყველაფერი ვიზუალურად საკმაოდ დაემსგავსა ბელორუსის პროტესტებს. ამიტომ საჭიროა შემდგომშიც მუდმივად ახალი შემტევი ფორმების ძიება და განხორციელება, მოწინააღმდეგის მუდმივი გაოცება”, – წერს სააკაშვილი.

ასევე დაგაინტერესებთ

გივი თარგამაძე: ჰოე! სუს-იიიი! რაც გამოვედი, მთელი საქოცეთი, უფროსობიდან დაწყებული, პრობაციის სამსახურით, საზღვრის ხალხით დამთავრებული დამტრიალებთ თავს, დღეს გამთენიას აეროპორტში ეს ფურცელი და ჩასასხდომი ბარათები თორმეტჯერ გადაიღეს და რას მატრაბაზობთ, რას ვერ მპოულობთ