– ფინეთის საგარეო საქმეთა მინისტრის დაჯარიმება არა მხოლოდ ვენის კონვენციის ძალიან უხეში დარღვევაა, არამედ სამუდამო სასირცხვილო ლაქად დარჩება საქართველოს ისტორიას

ფინეთის საგარეო საქმეთა მინისტრის დაჯარიმება არა მხოლოდ ვენის კონვენციის ძალიან უხეში დარღვევაა, არამედ სამუდამო სასირცხვილო ლაქად დარჩება საქართველოს ისტორიას, – ამის შესახებ საქართველოს მესამე პრეზიდენტი სოციალურ ქსელში წერს.
როგორც ის აღნიშნავს, მმართველი გუნდი ქართველებს რუსების დავალებით გენეტიკურ კოდს უცვლის.
„ფინეთის საგარეო საქმეთა მინისტრის დაჯარიმება არა მხოლოდ ვენის კონვენციის ძალიან უხეში დარღვევაა, არამედ სამუდამო სასირცხვილო ლაქად დარჩება საქართველოს ისტორიას.
ეს ყაჩაღები, რომლებიც გენეტიკურ კოდს უცვლიან ქართველებს რუსების დავალებით, ერს აგონებენ, რომ სტუმართმოყვარეობა დასაშვებია მხოლოდ რუს მოკრივეებთან, მოჭიდავეებთან, კადიროველ ბანდიტებთან და სულ მალე რუს „სალდატებთანაც“,- წერს მიხეილ სააკაშვილი სოციალურ ქსელში.

ასევე დაგაინტერესებთ

ირაკლი კობახიძე – თბილისიდან რომელიმე ფაკულტეტის გადატანა არ არის გათვალისწინებული, თბილისმა უნდა დაფაროს ყველა სპეციალობა, ქუთაისმაც უნდა დაფაროს ყველა სპეციალობა, რეგიონული უნივერსიტეტები კი უნდა იყოს მეტად პროფილური

შალვა კერესელიძე – მაღაროში დასაქმებული მუშები უკვე ერთი წელია ღირსეულ ანაზღაურებას ითხოვენ – რა გააკეთეთ იმისთვის, რომ უმუშევრად დარჩენილი 2000 მოქალაქის მდგომარეობა უკეთესობისკენ შეცვლილიყო?