მიხეილ სააკაშვილი: ტყვეობიდან გათავისუფლება არაა პარტიული თემა – ეს არის სამართლიანობის და ეროვნული ღირსების საკითხი

„გამარჯვების კოალიცია“ არავის წინასწარ პირობას არ უყენებს და ვაჭრობას არ სთავაზობს – არც სხვას ვურჩევ ამ გზაზე დადგომას, – ამის შესახებ საქართველოს მესამე პრეზიდენტი, სოციალურ ქსელში წერს.
როგორც სააკაშვილი აღნიშნავს, მისი პატიმრობა საქართველოს ხელისუფლების მსოფლიო მასშტაბის სირცხვილია და მისი გათავისუფლება არა პარტიული, არამედ სამართლიანობის და ეროვნული ღირსების საკითხია.
„გუშინ მ „ფორმულაზე” გამოსვლაში თქვა, რომ დაარწმუნებს გახარიას მიიღოს მონაწილეობა საერთო ფორმატში და „დაზღვევის მექანიზმებს” შესთავაზებს მას. რა დაზღვევაზეა ლაპარაკი, რომ ჩემს მიმართ მიმდინარე უსამართლობა არ დასრულდება? ადამიანის ბედითა და ასობით ათასი ადამიანის შეხედულებებით ვაჭრობაა პოლიტიკური პროცესი?
„გამარჯვების კოალიცია” არავის წინასწარ პირობას არ უყენებს და ვაჭრობას არ სთავაზობს და არც სხვას ვურჩევ ამ გზაზე დადგომას.
ჩემი პატიმრობა არის საქართველოს ხელისუფლების დიდი, მსოფლიო მასშტაბის სირცხვილი. ტყვეობიდან გათავისუფლება არაა პარტიული თემა – ეს არის სამართლიანობის და ეროვნული ღირსების საკითხი“, – წერს სააკაშვილი.

ასევე დაგაინტერესებთ

მამუკა მდინარაძე ხაბეიშვილზე: რაც არ უნდა მიუღებელი იყოს პოლიტიკოსი, მისი დაზიანებული სახის ყურება უსიამოვნოა – არ ვამართლებ რაც ვნახე, მაგრამ პოლიციელებიც ადამიანები არიან, ვაჟკაც ბიჭებს დედის სისხლს რომ აგინებენ, როგორი მოსათმენია?