მიხეილ სააკაშვილი – სამწუხაროდ, ჩემი სიტყვიერი დანაბარების არასწორად „დაპოსტვა“ მოხდა და შესაბამისად, გამოიწვია დამსახურებული რეაქცია – რა თქმა უნდა, ხალხი საკუთარი ნებით გამოდის და აპროტესტებს

საქართველოს მესამე პრეზიდენტი, აცხადებს, რომ მისი „ფეისბუქ პოსტის“ შინაარსით – „შეცდომაა ამდენი ხალხის ჩამოყვანა და გამარჯვების გარეშე უკან გაშვება“, დაპოსტვა არასწორად მოხდა.
სააკაშვილმა მოგვიანებით, განცხადება ჩაასწორა და დაწერა, რომ ხალხი საკუთარი ნებით გამოდის და აპროტესტებს.
„შეცდომაა ამდენი ხალხის გამოსვლა და გამარჯვების გარეშე უკან გაშვება.
პ.ს. სამწუხაროდ, ჩემი სიტყვიერი დანაბარების არასწორად დაპოსტვა მოხდა და შესაბამისად, ჩემმა ამ პოსტმა გამოიწვია დამსახურებული რეაქცია.
რა თქმა უნდა, ხალხი საკუთარი ნებით გამოდის და აპროტესტებს.
ჩემი მიზანი იყო, ხაზი გამესვა შთამბეჭდავი მსვლელობისათვის და ხელშესახები შედეგების დადგომის აუცილებლობისათვის”, – წერს სააკაშვილი.

ასევე დაგაინტერესებთ