მიხეილ სააკაშვილი საერთოდ სხვა ქვეყნიდან ჩამოვიდა საკუთარი ფეხით ციხეში ჩასაჯდომად, იმიტო რო ეს ქვეყანა რუსეთში არ წასულიყო

მიხეილ სააკაშვილი საერთოდ სხვა ქვეყნიდან ჩამოვიდა საკუთარი ფეხით ციხეში ჩასაჯდომად, იმიტო რო ეს ქვეყანა რუსეთში არ წასულიყო,- ამის შესახებ “ნაციონალური მოძრაობის” ერთ-ერთმა ლიდერმა ეკა ხერხეულიძემ გადაცემაში “პოზიცია-LIVE” განაცხადა.
ხერხეულიძის თქმით, ყველა აღნიშნავს, რომ ოპოზიციის ლიდერები საკუთარი ფეხით წავიდნენ ციხეში და როგორი ვაჟკაცები არიან ისინი, ხოლო ამ დროს მიხეილ სააკაშვილმა აირჩია ჯოჯოხეთური გზა, სამი დღე და ღამე იმგზავრა ტრაილერში ჩაკეტილმა საკუთარი ქვეყნის გადასარჩენად და ისე წავიდა ციხეში. “კიდევ გეუბნები, ის არ არის ჩემი ოჯახის წევრი, მე მინდა სწორი შეფასება, იმიტომ რომ გამოსავალი მალე ვიპოვო, ამ ქვეყანამ იპოვოს მალე. მ
იშა სააკაშვილი, ჯერ ეს ერთი არ არის ადამიანი, რომელთანაც ისე ახლოს იქნები, მეგობრული თვალსაზრისით გეუბნები, საჭირბოროტო, საყოველთაო საკითხებს შენს სასარგებლოდ გადაწყვეტს. არ აინტერესებს ამ ადამიანს, მასში ეს ხიბლი არ არის. მას ჰყავს საქმის პარტნიორები ქვეყნის შენების გზაზე, აკეთებს საქმეს ხარ მისი მოკავშირე, ხარ მისი მეგობარი. დაუშავებ ამ საქმეს რამეს, საერთოდ დაავიწყდება ოდესმე თუ გიცნობდა.
თუ ვინმე მიხეილ სააკაშვილს იცნობს, მისი ფსიქოტიპი არის ასეთი. ამიტომ, მე რამე პერსონალური არ გამაჩნია, კიდევ გეუბნებით, ყველა აღნიშნავს, რომ: “ეს ადამიანები საკუთარი ფეხით წავიდნენ ციხეში და რა ვაჟკაცები არიან”. იმან [მიხეილ სააკაშვილმა] რა გზა გამოიარა?! – ტრაილერში ჩაკეტილი სამი დღე და ღამე. ტრაილერით შემოვიდა ყოფილი პრეზიდენტი, როდესაც წამოვიდა იყო იმ დიდი ქვეყნის პრეზიდენტის მრჩეველი. აირჩია ეს ჯოჯოხეთური გზა, შემოვიდა ქვეყანაში და რა იყო ეს ქვეყანა, ან უშველიდა ამ ქვეყანას და გადაარჩენდა გარუსებისგან, ან მოხვდებოდა ციხეში, ან მოკლავდნენ. მოხვდა ციხეში, საკუთარი ნებით გაიარა ეს გზა, ესეც კი გვემეტევა ვთქვათ, რომ თითქოს ექსტრადირება მოხდა ს ამ ხელისუფლებას გადმოსცა თითქოს რომელიმე ქვეყანამ”,- განაცხადა ეკა ხერხეულიძემ.

ასევე დაგაინტერესებთ

სტრასბურგის სასამართლომ დაგვავალა გამოძიების განახლება 20 ივნისის საქმეზე, მთავარ კითხვას უნდა გაეცეს პასუხი – თუ რატომ მივიდა საქმე რეზინის ტყვიების გამოყენებამდე, პოლიტიკური შეფასებები გაკეთებული გვაქვს და ყველაფერი დღესავით ნათელია, ახლა უნდა გაკეთდეს სამართლებრივი შეფასება და ამას დაადგენს გამოძიება

საქართველოს ხედვა ნათელია, არ ვცდილობთ მხოლოდ ჰაბი გავხდეთ, ჩვენი მიზანია ვიყოთ მრავალფუნქციური, მრავალმიმართულებიანი ჰაბი კონტინენტების, ბაზრების, ერებისა და იდეების დამაკავშირებელი

როდესაც ზღვაზე გასასვლელის არმქონე ქვეყნები საიმედო და ეფექტიან წვდომას იღებენ გლობალურ ბაზრებზე საქართველოს სატრანზიტო დერეფნების საშუალებით, ეს ამაღლებს რეგიონულ სტაბილურობას, ხელს უწყობს ეკონომიკურ განვითარებას