მიხეილ სააკაშვილი – პუტინმა ციხეში მოკლა ალექსეი ნავალნი – პუტინი ნავალნის მე ხშირად მადარებდა და, რა თქმა უნდა, ერთიანად ვეზიზღებოდით

პუტინმა ციხეში მოკლა , – ასე ეხმაურება საქართველოს მესამე პრეიზიდენტი, რუსი ოპოზიციონერი პოლიტიკოსის, ალექსეი ნავალნის გარდაცვალებას.
როგორც სააკაშვილი აცხადებს, ს პრეზიდენტი ხშირად ადარებდა მას ნავალნის და ერთიანად ეზიზღებოდა.
„პუტინმა ციხეში მოკლა ალექსეი ნავალნი. შარშან ნავალნიმ ციხიდან ჩემ მხარდასაჭერად წერილი გამოაგზავნა. პუტინი ნავალნის მე ხშირად მადარებდა და, რა თქმა უნდა, ერთიანად ვეზიზღებოდით.
შარშან პუტინის დავალებით ოლიგარქის პრორუსულმა რეჟიმმა მომწამლა ციხეში და მაშინ ღმერთმა გადამარჩინა. რა თქმა უნდა, ივანიშვილს ხელი არ აუღია პუტინის დავალების შესრულებაზე და მეც ნავალნის მსგავსად ბოლომდე ვიბრძოლებ პუტინიზმის დამარცხებისთვის საქართველოში“,- წერს სააკაშვილი.

ასევე დაგაინტერესებთ