– მინდა გამოვთქვა დიდი უკმაყოფილება იმის გამო, რომ მე არ დამადანაშაულეს სანქციების შემოღებაში მონაწილეობაში – ვიღებდი მონაწილეობას სანქციების მოთხოვნაში ამერიკაში და ში და ჩემი წვლილიც არის

მინდა გამოვთქვა დიდი უკმაყოფილება იმის გამო, რომ მე არ დამადანაშაულეს სანქციების შემოღებაში მონაწილეობაში, – ამის შესახებ მესამე პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა თბილისის საქალაქო სასამართლოში დისტანციურად ჩართვისას განაცხადა, სადაც საბოტაჟის ბრალდებით 8 პოლიტიკოსის მიმართ აღკვეთის ღონისძიებაზე მსჯელობს.
ს თქმით, საქართველოში დამყარდა დიქტატურა და ახლა მხოლოდ ამის საბოლოო გაფორმება ხდება.
„გასაგებია რატომაც მიყენებენ ახალ ბრალდებებს, რადგან დანარჩენი მსოფლიოსთვის საქართველოს თავისუფლების და წარმატების სიმბოლო ვარ მხოლოდ მე.
ჩემი სოლიდარობა ყველა უდანაშაულო პატიმარს, ყველა ბრალდებულს. ყველაზე უმთავრესია ახლა ჩვენი ერთობა, როგორც არასდროს. ჩვენ ერთად უნდა ვიაროთ უცხოეთში, ერთად უნდა გავაგზავნოთ ჩვენი წარმომადგენლები და ერთიანი პოზიცია უნდა წარმოვადგინოთ. უნდა შევწყვიტოთ უაზრო პწკენები და ჩხვლეტები ერთმანეთის მიმართ სხვადასხვა ტელევიზიებსა და სოციალური ქსელებში. არ უნდა დავემსგავსოთ რუსულ ოპოზიციას.
მინდა გამოვთქვა დიდი უკმაყოფილება იმის გამო, რომ მე არ დამადანაშაულეს სანქციების შემოღებაში მონაწილეობაში. ვიღებდი მონაწილეობას სანქციების მოთხოვნაში ამერიკაში და ში და ჩემი წვლილიც არის. მყავს ძალიან მრავალრიცხოვანი მეგობრები და ის ხალხი მიჯერებს.
მე არა მხოლოდ კავშირში ვარ უკრაინასთან, არამედ უკრაინის მოქალაქე ვარ და დიდი პატრიოტი. ვიცავ უკრაინის ინტერესებსაც საქართველოსთან ერთად. თქვენი ლოგიკით მე ვარ პირდაპირ კავშირში საქართველოს მტერთან“, – განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.

ასევე დაგაინტერესებთ

ზურაბ ჯაფარიძე – ჩემი ამოცანაა, ცოტა დრო, სანამ გარეთ ვართ, რაც შეიძლება ეფექტურად გამოვიყენოთ – ნებისმიერ შემთხვევაში, ჩვენ მოვიგებთ, როგორც თბილისი ვერ გახდება აშხაბადი, ისე ეს ქვეყანა ვერ გარუსდება – ერთობის გარეშე არაფერი გამოვა

ლევან ცუცქირიძე – საქართველოში უნდა მოვიდეს დრო, როცა მეგობრებსა და კოლეგებს ციხის კარებთან კი არ შევხვდებით, არამედ დემოკრატიულ არჩევნებზე – მათ, ვინც პოლიტიკოსები გამოამწყვდია ციხეში, პასუხი უნდა აგონ

იულია სვირიდენკო – უკრაინისთვის 90 მილიარდი ევროს გამოყოფის შესახებ, გადამწყვეტი ნაბიჯია – ეკონომიკური სტაბილურობა უსაფრთხოების წინაპირობაა, როგორც უკრაინისთვის, ასევე, ევროპისთვის