– მე 3 მლნ დოლარის „გაფლანგვას” მედავებოდნენ და 9 წელი მომისაჯეს, ღარიბაშვილს კი მითვისებული 6 მლნ დოლარი სახლში უპოვეს და 5 წელი მისცეს – სინამდვილეში, საქმე გვაქვს ივანიშვილის მორიგ უსამართლობასთან

ვისაც ღარიბაშვილის ასე ჩასმა გაგიხარდათ, ვერ ხართ ვერაფერში გარკვეულები. სინამდვილეში საქმე გვაქვს ივანიშვილის მორიგ უსამართლობასთან, – ამის შესახებ საქართველოს მესამე პრეზიდენტი სოციალურ ქსელში წერს.
მიხეილ სააკაშვილის განცხადებით, დარწმუნებულია, რომ ირაკლი ღარიბაშვილს ძალიან მალე გამოუშვებენ.
„მე პიჯაკების საქმეზე 8 მილიონ 400 ათასი ლარის, ე.ი. 3 მილიონი დოლარის „გაფლანგვას” მედავებოდნენ. არა მითვისებას, არამედ სწორედ რომ „გაფლანგვას” – ოფიციალურ ხარჯებს ოფიციალურ ვიზიტებზე და ქილერი ფარცხალაძის შეკერილი საქმით 9 წელი მომისაჯეს.
ღარიბაშვილს პირადად მითვისებული 6 მილიონი დოლარი სახლში უპოვეს და მხოლოდ 5 წელი მისცეს, ისიც დარწმუნებული ვარ ძალიან მალე გარეთ გააგდებენ.
ვისაც ღარიბაშვილის ასე ჩასმა გაგიხარდათ, ვერ ხართ ვერაფერში გარკვეულები. სინამდვილეში საქმე გვაქვს ივანიშვილის მორიგ უსამართლობასთან“, – წერს მიხეილ სააკაშვილი.
ცნობისთვის, საქართველოს პროკურატურამ ყოფილ პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილთან საპროცესო შეთანხმება გააფორმა – მას სასჯელის სახედ და ზომად 5 წლით თავისუფლების აღკვეთა განესაზღვრა. ასევე, დამატებითი სასჯელის სახით დაეკისრა ჯარიმა 1 მილიონი ლარის ოდენობით.