მიხეილ სააკაშვილი: ვნახე პრეზიდენტ მარგველაშვილის პრინციპული პოზიცია, რომლისთვისაც ძალიან მადლობელი ვარ

საქართველოს მე-3 პრეზიდენტი აცხადებს, რომ თავისი პრინციპული პოზიციის გამო მე-4 პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილს მადლობას უხდის. ამის შესახებ სააკაშვილი სოციალურ ქსელში წერს.

სააკაშვილს მიაჩნია, რომ ახლა პოლიტიკური ინტრიგების დრო არ არის.

„ახლა არ არის პოლიტიკური ინტრიგების დრო. მე ვნახე პრეზიდენტ მარგველაშვილის პრინციპული პოზიცია, რომლისთვისაც ძალიან მადლობელი ვარ. გამარჯვების კოალიცია – „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა” ესწრება საერთო შეკრებას და მათ ვატან ჩემ მიერ ხელმოწერილ პეტიციას.

მე როგორც პუტინისა და მისი რუსული რეჟიმის პირადი პატიმარი, მაგრამ ამავე დროს პრეზიდენტი, რომელმაც პირველად ავაფრიალე ევროპის დროშა საქართველოში დარწმუნებული ვარ სტატუსის მინიჭების აუცილებლობაში. დანარჩენი უკვე ჩვენი გასაკეთებელია საქართველოში.

ასევე მე მხარს ვუჭერ სთან წევრობაზე მოლაპარაკებების დაწყებას. რამდენიც არ უნდა ეცადოს რუსული რეჟიმი დამიკარგოს ჩემი წვლილი ევროპისკენ მოძრაობის საქმეში, ყველას კარგად ახსოვს, რომ ჩემ დროს საქართველო ლიდერი იყო სამეულის და ახლა ჩამორჩენილის პოზიციაში ვართ და წინ უკრაინა მიგვათრევს“, – აცხადებს სააკაშვილი.

ასევე დაგაინტერესებთ

ირაკლი ქადაგიშვილი ტრამპი-პუტინის შეხვედრაზე – მგონი ნათელია, რომ თუ ამ პოზიტიურ შეხვედრას შემდგომი ნაბიჯები მოჰყვება, ეს საბოლოოდ, მშვიდობის დამყარებას უზრუნველყოფს – ეს მნიშვნელოვანია საქართველოსთვისაც, რადგან ამ ომმა საქართველოზეც გადაიარა

გია ვოლსკი – პლებისციტის აუცილებლობას ვერ ვხედავ, არჩევნებს დავარქვათ პლებისციტი – ისედაც, საზოგადოების უდიდესი ნაწილი „ქართული ოცნებას” მხარს იმიტომ უჭერს, რომ მისთვის ევროინტეგრაციაა საინტერესო და რომ თვითმყოფადობის დაცვა ჩვენი გუნდის სიმბოლოა