მიხეილ სააკაშვილი – ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრები ტრიბუნასთან გამოსვლას „ვარდების რევოლუციის“ ხსენებით იწყებენ – საქართველო მსოფლიო რუკაზე, თავისი საუკეთესო სახით, სწორედ „ვარდების რევოლუციამ“ გამოაჩინა

ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრები რუსთაველის ტრიბუნიდან გამოსვლას „ვარდების რევოლუციის” ხსენებით იწყებენ -საქართველო მსოფლიო რუკაზე, თავისი საუკეთესო სახით, სწორედ „მ” გამოაჩინა, – ამის შესახებ საქართველოს მესამე პრეზიდენტი, სოციალურ ქსელში წერს.
როგორც ის აღნიშნავს, ხოლო დღევანდელი მოვლენები და ახალგაზრდობა საქართველოს მსოფლიოს დემოკრატიის და თავისუფლებისთვის ბრძოლაში ერთ-ერთ ლიდერად აქცევს.
„ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრები რუსთაველის ტრიბუნიდან გამოსვლას „ვარდების რევოლუციის” ხსენებით იწყებენ. საქართველო მსოფლიო რუკაზე, თავისი საუკეთესო სახით, სწორედ „ვარდების რევოლუციამ” გამოაჩინა, ხოლო დღევანდელი მოვლენები და ჩვენი ახალგაზრდობა (რომელიც სწორედ ამ „ვარდების რევოლუციის”თაობაა) საქართველოს მსოფლიოს დემოკრატიის და თავისუფლებისთვის ბრძოლაში ერთ-ერთ ლიდერად აქცევს. ჩვენი გამარჯვების შემდეგ, საქართველო ბევრად უფრო მნიშვნელოვანი იქნება გლობალური მასშტაბით, ვიდრე როდისმე ჩვენს ისტორიაში და უფრო მნიშვნელოვანი, ვიდრე ჩვენზე ბევრად დიდი და მდიდარი ქვეყნების აბსოლუტური უმრავლესობა”, – წერს სააკაშვილი.
ცნობისთვის, ს, ისლანდიისა და ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრებმა პარლამენტთან მიმდინარე აქციაზე შეკრებილებს სიტყვით მიმართეს. „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონის საწინააღმდეგო აქციაზე საგარეო საქმეთა მინისტრების მიმართვის შემდეგ საქართველოსა და ევროკავშირის ჰიმნები შესრულდა. აქციის მონაწილეების მხრიდან ისმოდა შეძახილები: „ევროპა“.

ასევე დაგაინტერესებთ

პრეზიდენტი ხელისუფლებაზე – საფრთხეს უქმნიან სტრატეგიულ პარტნიორობას, რომელსაც ეფუძნება თავდაცვის ძალების გაძლიერება და ნატო-ს სტანდარტებზე აყვანა – ამას ეძახიან საქართველოს ინტერესებს