მიხეილ სააკაშვილი – დიდ მადლობას ვუხდი ევროპის სახალხო პარტიას მხარდაჭერისა და გათავისუფლების მოთხოვნისთვის

დიდ მადლობას ვუხდი ევროპის სახალხო პარტიას ჩემი მხარდაჭერისა და გათავისუფლების მოთხოვნისთვის, – საქართველოს მესამე პრეზიდენტი, თავის „ფეისბუქ“ გვერდზე წერს.
მისი თქმით, მათ მხარდაჭერას გრძნობს დემოკრატიისა და თავისუფლებისთვის მებრძოლი არაერთი ადამიანი,
“დიდ მადლობას ვუხდი ევროპის სახალხო პარტიას ჩემი მხარდაჭერისა და გათავისუფლების მოთხოვნისთვის.
თქვენს მხარდაჭერასა და სოლიდარობას გრძნობს დემოკრატიისა და თავისუფლებისთვის მებრძოლი არაერთი მამაცი ადამიანი, მათ შორის, ჩემი მეგობარი ვლადიმერ კარა-მურზა, რომელიც დაუღალავად იბრძვის პუტინის რუსეთში დემოკრატიული ღირებულებებისა და ადამიანის უფლებებისთვის. ჩვენ ერთად ვდგავართ სამართლიანობისა და თავისუფლებისთვის ბრძოლაში” , – წერს სააკაშვილი წერილში.

ასევე დაგაინტერესებთ

მამუკა ხაზარაძე ქართველ დიპლომატებს – უმნიშვნელოვანესია თქვენი ღია პოზიცია – პოზიცია „ჩვენ დიპლომატები ვართ და პოლიტიკურ განცხადებებს არ ვაკეთებთ“, არ მიიღება, საკითხი ეხება ჩვენი ქვეყნის მომავალს!