– დიდებული ბრძოლის და თავდადების მომსწრე ვართ – ჩვენს თვალწინ ახალი, თანამედროვე, მოაზროვნე საზოგადოება დაიბადა, რომლის დამარცხებაც შეუძლებელია

დიდებული ბრძოლის და თავდადების მომსწრე ვართ – ჩვენს თვალწინ ახალი, თანამედროვე, მოაზროვნე საზოგადოება დაიბადა, რომლის დამარცხებაც შეუძლებელია, – ამის შესახებ საქართველოს მესამე პრეზიდენტი, სოციალურ ქსელში წერს.
როგორც ყოფილი პრეზიდენტი აცხადებს, მას ბევრი „უსამართლო“ რამ ესმის, რის პასუხს „შეგნებულად“ არიდებს თავს.
„დიდებული ბრძოლის და თავდადების მომსწრე ვართ. ჩვენს თვალწინ ახალი, თანამედროვე, მოაზროვნე საზოგადოება დაიბადა, რომლის დამარცხებაც შეუძლებელია. ვაფასებ მათ მაღალ მოქალაქეობრივ თავდადებას.
ბევრი უსამართლო რამ მესმის, მაგრამ საქმის მნიშვნელობიდან გამომდინარე, პასუხს შეგნებულად თავს ვარიდებ. ამის დროც მოვა, თავისუფლებაზე ყოფნისას ამის შესაძლებლობა მექნება.
მანამდე კი, ყოველი მებრძოლის გვერდით ჩემს თავს ვხედავ, რადგან ახლა რამაც ქართველი ხალხი გაერთიანა, ამ იდეას ჩავუყარე საფუძველი და მისი დაკარგვის საფრთხემ, სიცოცხლის რისკის ფასად, სამშობლოში დამაბრუნა“,- წერს სააკაშვილი.

ასევე დაგაინტერესებთ

ზურაბ გურული: უმორჩილესად ვთხოვოთ პატრიარქს, რომ იშუამდგომლოს მთავრობასთან, რათა გამოყენებული იქნეს მათი კარგი მეგობარის და პროტეჟეს, უნგრეთის ყოფილი პრემიერის – ვიქტორ ორბანის ინიციატივები შობადობის გასაზრდელად

ნუგზარ სულაშვილი: როდესაც გამოიყენება ფორმულირება – „ოჯახი განწირულია ბოლომდე“ – ეს უკვე არა მხოლოდ თეოლოგიური, არამედ ძლიერი ფსიქოლოგიური და სოციალური ზემოქმედების მქონე გზავნილია