– გვინდა , ოღონდ დამოუკიდებელი საპარლამენტო არჩევნები, რომელიც გადის ქუჩაზე – სხვა დანარჩენი არის უბრალოდ ხალხის მოტყუება, ჩვენ უნდა მოვიგოთ ქუჩა

საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის განცხადებით, მხარს უჭერს 8 ოპოზიციური პარტიის ერთობლივ განცხადებას თვითმმართველობის არჩევნების ბოიკოტთან დაკაშირებით.
როგორც სოციალურ ქსელში წერს, ოპოზიციამ პირველ რიგში ქუჩა უნდა მოიგოს.
„ჩვენ გვინდა , ოღონდ დამოუკიდებელი საპარლამენტო არჩევნები, რომელიც გადის ქუჩაზე.
სხვა დანარჩენი არის უბრალოდ ხალხის მოტყუება, ჩვენ უნდა მოვიგოთ ქუჩა. მთლიანად მხარს ვუჭერ რვა პარტიის განცხადებას“, – წერს მიხეილ სააკაშვილი.
რვა ოპოზიციური პარტია ერთობლივ განცხადებას ავრცელებს და უარს ამბობს ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობაზე.
განცხადებაში ნათქვამია, რომ არსებულ რეალობაში საარჩევნო პროცესში მონაწილეობა არ მოემსახურება მოქალაქეების ინტერესებს და მხოლოდ “ლეგიტიმაციის ფასადს შეუქმნის უკანონო რუსულ რეჟიმს”.
რვა ოპოზიციური პარტია აცხადებს, რომ გამარჯვების გზა “რეჟიმთან სრულ ართანამშრომლობაზე გადის” და საქართველოს მოქალაქეებთან ერთად საერთო ეროვნულ წინააღმდეგობას აგრძელებს.

ასევე დაგაინტერესებთ

““მეამა”-ს შეცვლილი პოზიცია და ტყუილი, თითქოს, დასანქცირებულ ანგარიშზე თანხის ჩარიცხვაზე ვეკითხებოდით, არის ნათელი დადასტურება, როგორ ახდენს ზეწოლას „ოცნება“ ბიზნესზე!” (აუდიოჩანაწერი)

ვახტანგ ძაბირაძე: თუ ირანში პროცესები დროში გაიწელა, საქართველოს პრობლემა იქნება ლტოლვილთა დიდი ნაკადი – სხვა პრობლემაა, რა იქნება ომის დასრულების შემდეგ – საკმაოდ დიდი რისკის ქვეშ დგას დემოკრატიული სამყარო