მიხეილ სააკაშვილი – გაერთიანებული საქართველო ხალხის ერთიანი წინამძღოლობით აუცილებლად გაიმარჯვებს

გაერთიანებული საქართველო ხალხის ერთიანი წინამძღოლობით აუცილებლად გაიმარჯვებს, – ამის შესახებ საქართველოს მესამე პრეზიდენტი FACEBOOK-ზე წერს.
მიხეილ სააკაშვილის განცხადებით, „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონის საწინააღმდეგო აქციის სცენაზე პოლიტიკოსების ერთად დანახვამ გაახარა.
„გაერთიანებული საქართველო ხალხის ერთიანი წინამძღოლობით აუცილებლად გაიმარჯვებს!
სცენაზე პოლიტიკოსების ერთად ნახვა გამიხარდა. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ იქვე იდგნენ ევროპელი პოლიტიკოსები, რაც ევროპის და საქართველოს ერთიანობის სიმბოლო გახდა. ასეთ ერთობას წინ ვერაფერი აღუდგება“, – წერს მიხეილ სააკაშვილი თავის წერილში.

ასევე დაგაინტერესებთ

პრეზიდენტი ხელისუფლებაზე – საფრთხეს უქმნიან სტრატეგიულ პარტნიორობას, რომელსაც ეფუძნება თავდაცვის ძალების გაძლიერება და ნატო-ს სტანდარტებზე აყვანა – ამას ეძახიან საქართველოს ინტერესებს

„ლელო“ – ხელისუფლებამ ქვეყანა მიზანმიმართულად შეიყვანა სრულ საერთაშორისო იზოლაციაში – დღეს ჩვენ აშშ-სა და საქართველოს ორმხრივი ურთიერთობების ისტორიაში ერთ-ერთი უმძიმესი დღის მომსწრენი გავხდით