მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობაზე ოპოზიციამ ორი წელი ისე წარმართა ყალბი კამპანია, რომ საბოლოო ჯამში, მათ დღეს ახალი კამპანიის წამოწყების რესურსი აღარ დაიტოვეს

ს ჯანმრთელობის მდგომარეობაზე ოპოზიციამ ორი წელი ისე წარმართა ყალბი კამპანია, რომ საბოლოო ჯამში, მათ დღეს ახალი კამპანიის წამოწყების რესურსი აღარ დაიტოვეს
რაც შეეხება მიხეილ სააკაშვილის საკითხს, ორი წელი ჩვენ გვახსოვს, წარიმართებოდა სპეკულაციური კამპანია, თითქოს მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა იყო მძიმე, იყო ფატალური შედეგის დადგომის რისკი, ყოველდღიურ რეჟიმში წარიმართებოდა ეს კამპანია, საბოლოო ჯამში, გაირკვა, რომ ეს ყველაფერი იყო სპეკულაციები, ცარიელი ტყუილი, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
პრემიერის თქმით, განახლებული კამპანია, რაც წამოიწყო დღეს ოპოზიციამ, არის ყოველგვარ საფუძველს მოკლებული.
„რაც შეეხება მიხეილ სააკაშვილის საკითხს, ორი წელი ჩვენ გვახსოვს, წარიმართებოდა სპეკულაციური კამპანია, თითქოს მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა იყო მძიმე, იყო ფატალური შედეგის დადგომის რისკი, ყოველდღიურ რეჟიმში წარიმართებოდა ეს კამპანია.
საბოლოო ჯამში, გაირკვა, რომ ეს ყველაფერი იყო სპეკულაციები, ცარიელი ტყუილი და დღეს ვხედავთ, რომ მან განაახლა მაღალი კალორაჟის საკვების მიღება, შესაბამისად, წონის პრობლემაც აღარ აქვს და გამოაცხადა იმის თაობაზე, რომ აპირებს, აქტიურად ჩაერთოს პოლიტიკურ პროცესებში.
აქედან გამომდინარე, განახლებული კამპანია, რაც წამოიწყო დღეს ოპოზიციამ, არის ყოველგვარ საფუძველს მოკლებული. ყველანაირი საფუძველი გამოეცალა ოპოზიციას, თვითონ გააკეთეს ეს ყველაფერი, ორი წელი ისე წარმართეს ეს ყალბი კამპანია, რომ საბოლოო ჯამში, დღეს ახალი კამპანიის წამოწყების და კამპანიების განახლების რესურსი აღარ დაიტოვეს“, – განაცხადა პრემიერმა.

ასევე დაგაინტერესებთ

ვინც შეურაცხყოფას აყენებს ჩვენს უწმინდესს, ერს, სახელმწიფოს, ღირსია, საზოგადოებამ ის სახელი დაარქვას, რაც რეალურად ჰქვიათ და ნუ გაუკვირდებათ, რომ საზოგადოება მათ მკაცრ პასუხს გასცემს

ერთადერთი რამ რასაც „გამჭვირვალობის კანონპროექტი“ ითვალისწინებს, არის ფინანსების საჯაროობა და ამაზე პირდაპირ უარის თქმა იყო რთული, ამიტომ ოპონენტებმა აღმართეს კედელი, რომელსაც დაარქვეს „რუსული კანონი“